მატეუს ფერნანდესი ბარსელონასგან 15 მილიონს ითხოვს

მატეუს ფერნანდესი ბარსელონასგან 15 მილიონს ითხოვს

“ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მატეუს ფერნანდესი კატალონიური კლუბისგან ფულს ითხოვს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

“ბარსამ” ფერნანდესთან კონტრაქტი ერთი კვირის წინ გაწყვიტა.

Sport-ის ცნობით, ბრაზილიელი ნახევარმცველი “ბარსელონასგან” დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს. 23 წლის მოთამაშე მიიჩნევს, რომ კატალონიურმა კლუბმა ხელშეკრულებაში დარჩენილი 3 წლით გათვალისწინებული მთლიანი ხელფასი უნდა გადაიხადოს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფერნანდესმა “ბარსას” კონტრაქტის გაწყვეტის გამო, შესაძლოა, უჩივლოს.

“ბლაუგრანამ” მატეუსი 2020 წლის ზაფხულში დაიმატა, ერთი წლის შემდეგ კი გუნდიდან გაუშვა. ბრაზილიელმა გასულ სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 1 მატჩში მიიღო და მოედანზე სულ რაღაც 17 წუთი გაატარა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    06 ივლ 2021, 14:42

    ჯობდა გაეყიდათ უხადე ეხლა ამას 15 მილიონი

  • Don_Andresito
    06 ივლ 2021, 14:34

    ციტატა: Norman Bates
    აი ამიტომ ჯობია გუნდს საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები ყავდეს ვიდრე საიდანღაც მოთრეული მუქთამჭამელი არაკაცები რომლებსაც არაფერში ხელფასის აღება უსწორდებათ


    უმტიტი არაკაცია, კიდე ბევრი ვინც ხელფასის დაკლებაზე უარს ამმბობს მარა ამ ბიჭისგან რა გინდათ, მისცეს დრო და შანსი და არ გაამართლა? მშვენიერი კარიერა ქონდა ბრაზილიაში რატო წამოიყვანეს? 1 წელი დააკარგვინეს და მერე კონტრაქტი გაუწყვიტეს, რამხელა უპატივცემულობაა, ვინღა მოვვა ბრაზილიიდან ჩვენთან? თან თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა კოტრაქტი კაი მარა თუ იმენა დაუკითხავად გააგდეს იასნა მოითხოვს იმ ფულს და საიდანაც უნდა იქიდან მო..ვას ლაპორტამ. დავიჯერო 1 მილიონადაც ვერ გაყიდა? თუნდაც ნახევარ მილიონად. იმის გამო რო მესისთვის მისაცემი ხელფასი გამოთავისუფლდეს პიანიჩს კონტრაქტს უწყვეტს რომელსაც 20 მილიონი მაინც აქვს ფასი. ბართომეუმ რაც ქნა სუარესი რაკიტიჩი ვიდალთან იგივე პონტია რა

  • ROUCH
    06 ივლ 2021, 13:27

    ძალიანაც კარგი რას აგდებ შე სირო მიყიდე ვისმეს 10 ათასად მაგ ხელფასს ხო ვეღარ მოგთხოვს. ეხლა გიჩივლებს მოგაჯმევინებს მაგ თანხას იმიტო რო როცა აგდებ ეკუთვნის

  • La Pulga10
    06 ივლ 2021, 13:24

    ეს ვინღაა ბიჭო თავი დაგვანებეთ იმენა შესცეს მოკლედ ლაპორტას.უკვე ნანობს მგონი პრეზიდენტი,რომ გახდა.

  • Norman Bates
    06 ივლ 2021, 13:23

    აი ამიტომ ჯობია გუნდს საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები ყავდეს ვიდრე საიდანღაც მოთრეული მუქთამჭამელი არაკაცები რომლებსაც არაფერში ხელფასის აღება უსწორდებათ