“პალმეირასის” ნახევარმცველი, მატეუს ფერნანდესი ბრაზილიულ გამოცემა O’Globo-სთან “ბარსელონას” მიერ მისთვის კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ საუბრობს:
კონტრაქტის გაწყვეტა? ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. სახლში ვიყავი და მეუღლესთან ერთად დროს ვატარებდი, როდესაც კლუბიდან დამიკავშირდნენ და მკითხეს, იგივე ელექტრონული ფოსტა მქონდა თუ არა. მე დავუდასტურე, შემდეგ კი შეტყობინება მივიღე.
ვერაფერი გამეგო. შეტყობინება ადვოკატს გავუგზავნე, მან კი დამიდასტურა, რომ ეს კონტრაქტის გაწყვეტა იყო. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი სახელი პრესაშიც გამოჩნდა. მე არავინ დამლაპარაკებია, დასამშვიდობებლადაც კი არ დაურეკავთ.
მობილურზე დარეკვა კლუბს არაფერი დაუჯდებოდა. ვფიქრობ, “ბარსა” ძალიან ცუდად და არაპროფესიონალურად მოიქცა. არც კი ვიცი, ეს როგორ მოხდა. საქმეს ჩემს ადვოკატს ვუტოვებ.
ბავშვობაში “ბარსელონაში” თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ როდესაც აქ მოვხვდი, როგორც მოთამაშეს, ისე არ მეპყრობოდნენ.
მე მინდოდა, ისე მომქცეოდნენ, როგორც სხვებს. სხვა ახალწვეულებს პრეზენტაცია ჰქონდათ, მე კი – არა. ამის გამო ცოტათი გაბრაზებული ვიყავი. გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, სინამდვილეში კი ისინი სხვანაირად მექცეოდნენ.
“ბლაუგრანამ” ფერნანდესს კონტრაქტი 29 ივნისს გაუწყვიტა. ამის გამო, ფეხბურთელი კლუბისგან 15 მილიონ ევროს ითხოვდა.
რაც არუნდა ცუდი ფეხბურთელი ყოფილიყო. ბარსა მუდამ მეტი უნდა იყოს ვიდრე კლუბი რაც ამ საქციელისგან არ ამართლებს… ეს დიდი დამცირებაა …
ამიტომ არის, სანამ ამ ლაწირაკებს გუნდში მიიწვევ უნდა დაელაპარაკო და გაარკვიო, რას წარმოაგენენ ფეხბურთზე არიან დაგეშილები თუ ფულზე.
ან რატო მოყავდათ ან რაღაზე გაუშვეს
ბარსა არაპროფესიონალების გუნდია უკვე 10 წელზე მეტია. რაც ამ გუნდში მოხდა დაწყებული პრეზიდენტის დაჭერიდან დამთავრებული ტროლებით და უბედურებებით
100% – ასეთი დამოკიდებულების გამოა რომ ახალგაზრდები ხშირად რეალში ან სიტისი ამჯობინებენ წასვლას,
სხვებიც დაფიქრდებიან სანამ ბარსაზე გააკეტებენ არჩევანს
ტყუილად ლანძღავთ.. ყველანაირად მართალია.. და ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა გუნდში.. ალენიას ისე ააწაპნეს ნომერი და დეიონგს მიცეს არც უკითხავთ.. არშეიძლება ასე მოქცევა ძაან უპატივცემულობაა რაცარუნდა ცუდი იგროკი იყოს
CHEPE,
7 მილიონია გადახდილი
შენ მაინც დაგვანებე თავი თუ ძმა ხარ.იმდენი და იმხელა პრობლემებია გუნდში შენთან დასარეკად და მოსაკითხად ვის ეცალა,დავიჯერო ისეთი დებილია ეგონა დატოვებდნენ თუ რა.