შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ავტობიოგრაფიულ წიგნს უშვებს. წიგნში საუბარი იქნება მასსა და პეპ გვარდიოლას შორის მომხდარ უთანხმოებაზე, რამაც საბოლოოდ ფეხბურთელის მიერ კატალონიური გრანდის დატოვება გამოიწვია.
აქამდე აღნიშნული ინფორმაცია აქტიურად განიხილებოდა პრესის ფურცლებზე, თუმცა ამჯერად ზლატანი ყველაფერს დეტალურად საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში გადმოსცემს.
გარდა გვარდიოლასთან მომხდარი კონფლიქტისა, წიგნში საუბარი იქნება იბრას ბავშვობაზე, “აიაქსში”, “იუვენტუსში” და “ინტერში” გატარებულ წლებზე, ასევე მის მეუღლესა და ბავშვებზე. შვედი ფორვარდი მოურინიოსთან მუშაოის პერიოდსაც გაიხსენებს.



