workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოგება ზედიზედ მე-3 ტურში – ბარსელონა ლა ლიგის ლიდერია

მოგება ზედიზედ მე-3 ტურში – ბარსელონა ლა ლიგის ლიდერია

ბარსელონამ ლა ლიგის მე-3 ტურში, გასვლაზე რაიო ვალიეკანო დაამარცხა და ჩემპიონატში გალიდერდა.

მე-9 წუთზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეცდომის შედეგად, ანგარიში უნაი ლოპესმა გახსნა და რაიო დიდი ხანი იგებდა, თუმცა მე-60 წუთზე პედრიმ წონასწორობა აღადგინა. 71-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმაც შეაგდო, მაგრამ გოლი ჯარიმის გამო გაუქმდა.

მიუხედავად ამისა, ბარსამ მაინც მოიგო – 82-ე წუთზე დანი ოლმომ, რომელსაც ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 

აღსანიშნავია, რომ ბარსელონა ერთადერთი გუნდია, რომელმაც პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში სამივე შეხვედრა მოიგო და, შესაბამისად, სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ბარსელონა შემდეგ ტურში, 31 აგვისტოს, 19:00 საათზე სახლში ვალიადოლიდს დაუპირისპირდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 28 აგვ 2024, 18:48
    #13

    რათქმა უნდა ოლმოს ეკუთვნოდა საუკეთესოება, მაგრამ მეგონა რაფინია მიიღებდა. რას დარბის ეს კაცი და როგორ არ იღლება ვერ გავიგე, მართლა ბრაზილიური ფინტებიც რო იცოდეს სულ ავშენდებოდით.

  • Chico
    schedule 28 აგვ 2024, 01:58
    #12

    მინდა აპლოდისმენტები მიუძღვნა ფლიკს, რომელმაც გაანალიზა პირველი ტაიმის შეცდომები და რადიკალური ცვლილებები შეიტანა გუნდის თამაშში. მეორე ტაიმი გუნდმა ითამაშა ის თამაში, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით. მინდა ავღნიშნო რაფინიას, იამალის და პედრის გააზრებული ქმედებები. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს ახალგაზრდების თავდადება და მონდომება. ეხლა ოლმო! შესანიშნავად ჩაერთო თამაშში, შეიტანა სიმძაფრე და ბრწყინვალე გოლიც შეაგდო. ღმერთმა ჰქნას და ასე გააგრძელოს ბოლომდე. ძალზე გააზრებულ პრესინგში მთელი გუნდი მონაწილეობდა, რასაც ასევე გააზრებული შეტევები მოჰყვებოდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მატჩით…. ბრავო ბიჭებო…👏👏👏👍👍👍

  • Bakero
    schedule 28 აგვ 2024, 01:58
    #11

    ციტატა: C.PC5
    დაცვა თუარ დალაგდა ისე სტაბილურად ვერ მოახერხებენ სტაბილურად შედეგების დადებას, მეორე საკითხი იქნება რო პირველ ტაიმშივე დაიწყონ შეტევები და არ უცადონ როდის მოეშვება ოპონენტი. ლიდერობა კაია, მაგრამ ძაააალიან ბევრი საკითხი აქვს მოსაგვარებელი ფლიკს.


    ორი ძირითადის კაცი გვაკლია არაუხო/ქრისტენსენი ტრავმების გამო confused confused თანაც იანვრამდეო confused დღეს ფლანგზე მარტინი სცადა მაგრამ ყველამ ვნახეთ რომ ადრეა მარტინისთვის ძირითადში თამაში

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 28 აგვ 2024, 01:58
    #10

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: jacky iakovenko
    ამათმა ნახევარდაცვაში გამთამაშებელი თუ არ იყიდეს ვინმე ამ დღეებში მაგარი დარხეული აქ კლუბს


    სადმე თუ არავინ არ გვჭირდება, გამთამაშებელზე არ გვჭირდება. პედრი-ოლმო-გავი-ფერმინი-დე იონგი ყველას შეუძლია უმაღლეს დონეზე მაგ ფუნქციების შესრულება


    ფერმინო და გავი ისე არიან გამთამაშებლები რავარც მე ქოცინაცი 😂😂😂 და პედრი კი ნახე აგერ ისედ დაილეწა დეიონგზე აღარაფერს ვამბობ

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: jacky iakovenko
    ამათმა ნახევარდაცვაში გამთამაშებელი თუ არ იყიდეს ვინმე ამ დღეებში მაგარი დარხეული აქ კლუბს


    ოლმო და პედრი აბა რა არიან?


    პედრი დღეგამოშვებით ლაზარეთში გყავს 😂


    გავი და ფერმინი თუ გამთამაშებლები არ არიან, მაშინ საერთოდ ფეხბურთელებიც არ ყოფილან. არ ალეწილა პედრი არ ინერვიულო, მაგრამ რომც აილეწოს 3 კაცს შეუძლია გუნდში მაგ პოზიციის შეთავსება და თუ გაჭირდება ოთხსაც.

  • jacky iakovenko
    schedule 28 აგვ 2024, 01:54
    #9

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: jacky iakovenko
    ამათმა ნახევარდაცვაში გამთამაშებელი თუ არ იყიდეს ვინმე ამ დღეებში მაგარი დარხეული აქ კლუბს


    სადმე თუ არავინ არ გვჭირდება, გამთამაშებელზე არ გვჭირდება. პედრი-ოლმო-გავი-ფერმინი-დე იონგი ყველას შეუძლია უმაღლეს დონეზე მაგ ფუნქციების შესრულება


    ფერმინო და გავი ისე არიან გამთამაშებლები რავარც მე ქოცინაცი 😂😂😂 და პედრი კი ნახე აგერ ისედ დაილეწა დეიონგზე აღარაფერს ვამბობ

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: jacky iakovenko
    ამათმა ნახევარდაცვაში გამთამაშებელი თუ არ იყიდეს ვინმე ამ დღეებში მაგარი დარხეული აქ კლუბს


    ოლმო და პედრი აბა რა არიან?


    პედრი დღეგამოშვებით ლაზარეთში გყავს 😂

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 28 აგვ 2024, 01:50
    #8

    ციტატა: jacky iakovenko
    ამათმა ნახევარდაცვაში გამთამაშებელი თუ არ იყიდეს ვინმე ამ დღეებში მაგარი დარხეული აქ კლუბს


    სადმე თუ არავინ არ გვჭირდება, გამთამაშებელზე არ გვჭირდება. პედრი-ოლმო-გავი-ფერმინი-დე იონგი ყველას შეუძლია უმაღლეს დონეზე მაგ ფუნქციების შესრულება

  • LMGOAT
    schedule 28 აგვ 2024, 01:50
    #7

    აშკარად ეტყობა გუნდს მწვრთნელი რომ ყავს

  • C.PC5
    schedule 28 აგვ 2024, 01:50
    #6

    დაცვა თუარ დალაგდა ისე სტაბილურად ვერ მოახერხებენ სტაბილურად შედეგების დადებას, მეორე საკითხი იქნება რო პირველ ტაიმშივე დაიწყონ შეტევები და არ უცადონ როდის მოეშვება ოპონენტი. ლიდერობა კაია, მაგრამ ძაააალიან ბევრი საკითხი აქვს მოსაგვარებელი ფლიკს.

  • Rick Sanchez
    schedule 28 აგვ 2024, 01:50
    #5

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: Rick Sanchez
    პირველ ტაიმში ისე ჩაისვარა გუნდმა და ფლიკმა მეორე ტაიმში მოიგო თამაში ულამაზესი ფეხბურთით, აი ესაა ძმაო მწვრთნელი.


    გუნდმა კი არა სწორედ ფლიკმა ჩაისვარა იმით რომ ისევ იგივე სასტავი დააყენა ფერან ტორესით და არა თუნდაც ლოპესით, ამრიგად დაკარგა ცენტრი და დაკარგა შეტევა. ხოლო როცა 10იანზე გყავს სრულიად ამოვარდნილი ტიპი და ვინგერზე სრული კატასტროფა, ასიანია რომ მერე მთელი გუნდიც კატასტროფა გამოჩნდება. თორე აგერ ერთმა ოლმომ დაალაგა მტელი სიტუაცია და მაგის მერე ათამაშდა გინდა ბერნალი, გინდა პედრი და გინდა რაფინია.
    ამიტომ აქვს მნიშვნელობა სწორ ფეხბურთელებს და ვინც ეს ტორესი არ გაყიდოს და ვინც ეს რაფინია ცენტრში ათამაშოს იმის დედაც.


    ფაქტია მეორე ტაიმში იდეალურად შეცვალა თამაში, პირველივე ტაიმში ვერ დააწყებინებდა დღეს დარეგისტრირებულ ოლმოს და ბალდეს ტრავმა ჰქობდა მცირედი.

  • Barca for life
    schedule 28 აგვ 2024, 01:48
    #4

    ციტატა: Rick Sanchez
    პირველ ტაიმში ისე ჩაისვარა გუნდმა და ფლიკმა მეორე ტაიმში მოიგო თამაში ულამაზესი ფეხბურთით, აი ესაა ძმაო მწვრთნელი.


    გუნდმა კი არა სწორედ ფლიკმა ჩაისვარა იმით რომ ისევ იგივე სასტავი დააყენა ფერან ტორესით და არა თუნდაც ლოპესით, ამრიგად დაკარგა ცენტრი და დაკარგა შეტევა. ხოლო როცა 10იანზე გყავს სრულიად ამოვარდნილი ტიპი და ვინგერზე სრული კატასტროფა, ასიანია რომ მერე მთელი გუნდიც კატასტროფა გამოჩნდება. თორე აგერ ერთმა ოლმომ დაალაგა მთელი სიტუაცია და მაგის მერე ათამაშდა გინდა ბერნალი, გინდა პედრი და გინდა რაფინია.
    ამიტომ აქვს მნიშვნელობა სწორ ფეხბურთელებს და ვინც ეს ტორესი არ გაყიდოს და ვინც ეს რაფინია ცენტრში ათამაშოს იმის დედაც.

  • Rick Sanchez
    schedule 28 აგვ 2024, 01:46
    #3

    ციტატა: jacky iakovenko
    ამათმა ნახევარდაცვაში გამთამაშებელი თუ არ იყიდეს ვინმე ამ დღეებში მაგარი დარხეული აქ კლუბს


    ოლმო და პედრი აბა რა არიან?

  • jacky iakovenko
    schedule 28 აგვ 2024, 01:46
    #2

    ამათმა ნახევარდაცვაში გამთამაშებელი თუ არ იყიდეს ვინმე ამ დღეებში მაგარი დარხეული აქ კლუბს

  • Rick Sanchez
    schedule 28 აგვ 2024, 01:44
    #1

    პირველ ტაიმში ისე ჩაისვარა გუნდმა და ფლიკმა მეორე ტაიმში მოიგო თამაში ულამაზესი ფეხბურთით, აი ესაა ძმაო მწვრთნელი.