ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალექს ვალიემ ბარსელონასთან კონტრაქტი 1 წლით, 2026 წლამდე გაახანგრძლივა და იჯარით სელტიკში გადავა.
ესპანელ მარცხენა მცველს, ბარსასა და შოტლანდიურ კლუბს შორის ვერბალური შეთანხმება მიღწეულია. “კელტები” დოკუმენტებს ამზადებენ და ტრანსფერს ამ კვირაში გააოფიციალურებენ. სელტიკს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
ვალიე თავის აგენტთან ერთად გლაზგოში დღეს გაემგზავრება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
ალექსი ბარსელონას იჯარით პირველად არ ტოვებს: 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე ის ანდორაში იყო განათხოვრებული, გასული სეზონი კი ლევანტეში გაატარა. მას ბარსას პირველ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
შოტლანდიაში ასწავლიან ამას ბრძოლას წესების გარეშე, და დაგვიბრუნდება მოქოქილი.
ლეაომ ძაან ათრია და ზოგადად ცუდი იყო. იმედია გამოსწორდება თუ არადა ფორტი ჯობია ამას ათი თავით.
ეს ბიჭი დიდად არ მომწონს.სუსტია დაცვაში
გავი როდის ბრუნდება? მაგრად მომენატრა ჩვები პატარა პიტბული…
საერთოდ არ იყო კარგი. მარტინი გაცილებით დიდი ტალანტია.
ამას ერთადერთი მადრიდთან ასისტები გაუვარდა თორე მაგის იქეთ 0 იყო, დაცვაში ხო საერთოდ.
იასნად,არაფერი იგროკი ეს არაა,პრესეზონზეც ვიძახდი გამოსლეებულია მეთქი. მარტინი და ფორტ კაი ბიჭები არიან,შეიზლება მაგათი გამოზრდა,მარა მარცხენა მცველი დაგვხატავდა მაინც…
არადა კარგი იყო მარჯვენა ფლანგზე პრე სეზონში თან რაღა სელტიკი კაი რაა