ლეო მესი Facebook-ში სხვებზე გვიან დარეგისტრირდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ დასწეოდა და გადაესწრო რონალდუსთვის, მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით. ლეო Facebook-ში 2011 წლის 7 აპრილს დარეგისტრირდა და სულ რაღაც ნახევარი წლის განმავლობაში მისი გვერდი 26 მილიონმა ადამიანმა მოიწონა. ამასთან აღსანიშნავია, რომ პირველივე დღეს მას 7 მილიონი გულშემატკივარი გამოეხმაურა! კრიშტიანუ რონალდუს 35 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ რიცხვის ზრდა საგრძნობლად შემცირდა. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა პორტუგალიელი ვარსკვლავი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მადრიდის “რეალში” გადაბარგდა.
ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავთ. Facebook-ის გარდა, კრიშტიანუ Twitter-შიც დარეგისტრირდა, 2010 წელს. იქ პორტუგალიელს 4,5 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ლეო მესიმ კი ვერა და ვერ მიაღწია ხსენებულ სოციალურ ქსელს.
თუ განვიხილავთ კლუბების დონეზე, “ბარსამ” “რეალს” სოციალურ ქსელშიც მოუწყო “კლასიკო”. კატალონიური კლუბის მომხმარებელთა რაოდენობა 21 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო მადრიდელებისა კი 20 მილიონს. თუმცა Twitter-ში ყველაფერი სხვაგვარადაა. “თეთრებს” 2,4 მილიონი მიმდევარი ჰყავთ, ხოლო “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 1,2 მილიონი.
“ბლაუგრანას” რამდენიმე ფეხბურთელი ორივე სოციალური ქსელით სარგებლობს, რათა გულშემატკივრებს სიახლეები ამცნონ. ე.წ. “ტვიტერშიკებს” შორის, აქტიურობით ანდრეს ინიესტა გამოირჩევა (8 მილიონი მომხმარებელი Facebook-ში და 1,7 მილიონი მიმდევარი Twitter-ში), რომელიც მუდმივად აკეთებს სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ვიქტორინებს გულშემატკივრებისთვის. ქსელში საუბარი უყვართ პიკეს (3 მილიონი მომხმარებელი Facebook-ში და 1,5 მილიონი მიმდევარი Twitter-ში) და ვილიასაც (2 მილიონი მომხმარებელი Facebook-ში). სესკსაც ჰყავს მომხმარებელთა თავისი წილი. მის გვერდს Facebook-ში 4 მილიონზე მეტი გულშემატკივარი კითხულობს.
ახლახანს Facebook-ზე პუიოლიც დარეგისტრირდა და ორი კვირის განმავლობაში მისი გვერდი 1,7 მილიონმა ადამიანმა მოიწონა. ამას გარდა, მისი ყოველდღიური moc moc-ის მკითხველთა რაოდენობა Twitter-ზე 1,5 მილიონ ადამიანს შეადგენს.
ბოლო კომენტარები, რომლებიც ფეხბურთელებმა Twitter-ის მეშვეობით გამოაქვეყნეს:
პიკე: “ამ რთულ მატჩში 3 მიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. მთელმა გუნდმა კარგად იმუშავა! ახლა გველის მომზადება შაბათს, “მალიორკასთან” გასამართი მატჩისთვის.”
პუიოლი: “მატჩს ვუყურებ სახლში ხავი პერესთან და მიკი როკესთან ერთად… წინ ბიჭებო!”
ფაბრეგასი: “3 ძალიან მნიშვნელოვანი ქულა. პირველი თამაში ტრავმის შემდეგ. თავს კარგად ვგრძნობდი.”
ინიესტა: “პლუს 3 ქულა. ახლა ძალების აღდგენა გვჭირდება, რადგან შაბათს კიდევ ერთი მატჩი გველის. გეხვევით ყველას!”
სერხი რობერტო: “ვულოცავ ისააკ კუენკას “ბარსას” ძირითად შემადგენლობაში პირველ მატჩს.”



