workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ვალენსიასთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ვალენსიასთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის პირველ ტურში “ვალენსიასთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ვალენსიაში დებიუტს მოუთმენლად ველოდებით. ვიცით, რომ განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება. რთული მატჩი იქნება, რადგან “ვალენსია” 4-4-2 სქემით კარგად თამაშობს.

ფეხბურთელების რეგისტრაცია? ახლა 22-23 მოთამაშე გვყავს. ვნახოთ, რა მოხდება. ყველა მათგანი ამჟამად გუნდში იმყოფება და მათ თამაშის უფლება აქვთ. ოლმო ხვალ არ იქნება, რადგან ახლახან შემოგვიერთდა და მან მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. პირველ რიგში, დანიმ უნდა ივარჯიშოს, რათა ჩვენი დახმარება შეძლოს.

პედრის დაბრუნება ძალიან გამიხარდა. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. შესაძლოა, ის მეორე ტაიმში დაგვეხმაროს.

დე იონგთან და ფატისთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ მათ გამოსაჯანმრთელებლად ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ. ფრენკისა და ანსუს დაბრუნების თარიღი განსაზღვრული არაა.

ითამაშებს თუ არა იამალი ხვალ? დიახ, მას თამაში შეუძლია.

კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ახლა მყავს. დანარჩენი არ ვიცი, ჩემთვის უცნობია. კლუბის მჯერა და გუნდით ბედნიერი ვარ. როდესაც ტრავმირებული მოთამაშეები დაბრუნდებიან, დარწმუნებული ვარ, ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება.

სასტარტო შემადგენლობაზე ბევრი საუბარი არ მინდა, ამას არასდროს ვაკეთებ. გამპერის თასის მატჩში არანაირი გამართლება არ გვაქვს. გუნდი ცოტათი დაღლილი იყო, რადგან თავდაუზოგავად ბევრს ვვარჯიშობდით. “მონაკოსთან” თამაშში ენერგია აღვიდგინეთ.

შეუძლია თუ არა “ბარსას” “რეალ მადრიდთან” კონკურენცია? ამ კითხვას ადრე უკვე ვუპასუხე. ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს. ფეხბურთი მოგებასთან ან წაგებასთან ასოცირდება. თითოუელი თამაშისთვის ვემზადებით.

ბედნიერი ვარ, რომ მას ყოველდღე ვხედავ. ის ბევრს მუშაობს, მაგრამ დრო სჭირდება. გავი შესანიშნავი ფეხბურთელია და მადლობა უნდა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, რომლებიც მის გვერდით არიან და ეხმარებიან. გავიზე ზეწოლა არ მინდა, ის ჯერ 20 წლისაა და უნდა გავუფრთხილდეთ.

ფეხბურთელი, რომელიც მატჩის დროს მსაჯთან ისაუბრებს? ვფიქრობ, მსაჯს დაველაპარაკებით და ვეტყვით, რომელ მოთამაშეს შეეძლება პროტესტის გამოხატვა. ტერ შტეგენი პირველი კაპიტანია და ამიერიდან ეს ასე იქნება.

ტიაგოსთან მისი “ბაიერნში” თამაშის შემდეგ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. როდესაც მან კარიერა დაასრულა, დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ბრწყინვალე მწვრთნელი იქნებოდა. ის შესანიშნავი ადამიანია, რომელიც გუნდს დაეხმარა. ახლა ტიაგო “ბარსელონას” ტოვებს და არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა.

არ ვფიქრობთ იმაზე, რასაც ვერ შევცვლით. გასამართლებელი მიზეზები ან პრეტენზიები არ იქნება. ამასთან დაკავშირებით წარსულში დიდი გამოცდილება მივიღე. ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ და გვინდა, შესანიშნავი მატჩი ჩავატაროთ. განაცხადი ცნობილი ხვალ გახდება.

ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს ხვალ. “ვალენსია” დიდი ინტენსივობით თამაშობს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nikusha
    schedule 17 აგვ 2024, 00:12
    #10

    ტერ შტეგენი
    კუნდე-კრისტესტენი-მარტინესი-ბალდე
    კასადო-ბერნალი
    იამალი-ტორე-რაფინია
    ლევანდოვსკი

    მარტინესი-ერიკ გარსია
    კრისტესტენი-კუბარსი
    ბერნალი-გიუნდოგანი
    იამალი-ფერან ტორესი
    ტორე-პედრი

  • ინიესტა
    schedule 16 აგვ 2024, 21:13
    #9

    მონაკოსთან მაგრრათ დაიგრუზა ბარსა და ჩემი აზრით ეგ იყო წაგების მიზეზი აგერ ნახავთ ვალენსიასთან თამაშს

  • Rick Sanchez
    schedule 16 აგვ 2024, 20:25
    #8

    მართლა მინდა რომ ახალი, უკეთესი ერა დაიწყოს ბარსაში, ფლიკის იმედი მაქვს.

  • mari
    schedule 16 აგვ 2024, 20:19
    #7

    მინდა გვჯეროდეს ამ ბავშვების, ვიცი რომ ბევრჯერ გაგვახარებენ და დაგვამწუხრებენ კიდევაც, მაგრამ ეს სპორტია, მთავარია ზღაპრის ბოლო კეთილი იყოს, დასაწყისს ხვალ ვიხილავთ!
    ემოციურად სეზონის მოგებით დაწყება იდეალური იქნება!
    წარმატებები მათ!!!

  • nika 54
    schedule 16 აგვ 2024, 18:49
    #6

    ისე თუ გახსოვთ გვარდიოლამ პირველი სეზონის პირველივე თამაში წააგო. მერე როცა ინიესტა დაელაპარაკა და უთხრა, ყველაფერი კარგად არის ბოსს!!! ჩვენ ყველაფერი მოგვწონსო და შედეგებიც მოვაო. კი ვნახეთ რაც მოვიდა. ეხლაც ჟრუანტელი მივლის რეებს აკეთებდნენ ის ჯადოქრები. მოვესწრებით კიდევ ნეტავ?

  • Barca for life
    schedule 16 აგვ 2024, 17:13
    #5

    აი ხო არაფერი მაგრამ როგორი მნიშვნელობა აქვს ნორმალურ საუბარს.
    ჩავი ძალიან მოიკოჭლებდა ამაში და სხვა ყველაფერთან ერთად ესეც კი დიდ გავლენას ახდენდა ფანების მხრიდან მის დამოკიდებულებაში.
    აი რაც უფრო ვუსმენ ფლიკის ინტერვიუებს რაღაცნაირად ნდომას მიმძაფრებს ხოლმე და დარწმუნებული ვარ ადამიანი როცა ასე ჭკვიანურად მეტყველებს საზოგადოებაში ფიზიკურად სხვანაირი ვერ იქნება ფეხბურთელებთანაც, ხოლო მაშინ როცა ჩავის ავტორიტეტი ჰქონდა დაკარგული, ვფიქრობ რომ ფლიკი საპირისპირო შემთხვევა იქნება.

  • La Pulga10
    schedule 16 აგვ 2024, 16:10
    #4

    ჩავისგან განსხვავებით არ წუწუნებს და თავს არ იმართლებს,რაც კარგია. მაგრად გაგვიჭირდება ხვალ. ფაქტობრივად მეორე კამანდით მოუწევს თამაში.

  • Niclaus
    schedule 16 აგვ 2024, 16:02
    #3

    ნორმალურად საუბრობს, ვნახოთ საქმით რას იზავს ხვალ გუნდი.

    ტერ შეტენის გარდა დანარჩენი კაპიტნები დამტვრეულები არიან, თან თუ სწორად მახსოვს მეოთხე კაპიტნად ლევანა აირჩიეს, ალბათ ის ილაპარაკებს მსაჯთან.

    ვნახოთ აბა ვერტიკალური ფეხბურთი და უკეთესი ფიზ მომზადება რას მისცემს ბარსელონას სეზონის სტარტზე.

    წარმატებები ბიჭებს!

  • nikolozi96
    schedule 16 აგვ 2024, 15:48
    #2

    ციტატა: Bara87
    ტიაგოსთან დაკავშირებით ვინმემ იცით რეალური მიზეზი? დასაწყსიშივე არასერიოზული მიდგომა იგრძნობა/


    და ვინ თქვა რომ სულ იქნებოდა?? ტიპი დროებით მოიყვანეს ფლიკისთვის ადაპტაციის პონტშ რო ზუსტად მიეტანა ფლიკის გეგმა ფეხბურთელებისთვის,თავიდანვე იყო ნათქვამი რო 1 თვით იქნებოდა

  • Bara87
    schedule 16 აგვ 2024, 15:44
    #1

    ტიაგოსთან დაკავშირებით ვინმემ იცით რეალური მიზეზი? დასაწყსიშივე არასერიოზული მიდგომა იგრძნობა/