workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას სათადარიგო გეგმა კანსელუსთან დაკავშირებით ცნობილია

ბარსას სათადარიგო გეგმა კანსელუსთან დაკავშირებით ცნობილია

არსებული ცნობებით, ჰანსი ფლიკს ჟაოუ კანსელუსთან თანამშრომლობა სურს. გერმანელი მას დაცვის მარჯვენა ფლანგზე საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევს.

მიუხედავად ამისა, “მანჩესტერ სიტის”, სადაც პორტუგალიელი ფეხბურთელი დაბრუნდა იჯარის დასრულების შემდეგ, კანსელუს გაყიდვა მაქსიმალურად მაღალ ფასად სურს. ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, “ბარსას” მისი გადაბირება გაუჭირდეს, კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამ ფონზე Mundo Deportivo იუწყება, რომ თუ “ბლაუგრანა” კანსელუს დამატებას ვერ მოახერხებს, მაშინ კატალონიელები ახალ მარჯვენა მცველს არ მოიყვანენ. გამოცემის ინფორმაციით, “ბარსელონას” სათადარიგო გეგმა ისაა, რომ ამ პოზიციაზე თამაშის შანსი სხვა ფეხბურთელებს, კერძოდ, ხულიან არაუხოს, ჟიულ კუნდესა და ექტორ ფორტს მიეცემათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • არისტაფანი
    schedule 30 ივლ 2024, 17:55
    #9

    მაგარი გეგმაა😆 ანუ თუ ვერ ვიყიდეთ გეგმა ბ არის რომ არაფერს ვაკეთებთ✌️ სუპერ.

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივლ 2024, 11:15
    #8

    ფლიკს თუ უნდა აუცილებლად უნდა დატოვონ!

  • nikusha
    schedule 30 ივლ 2024, 00:02
    #7

    იჯარით 1 წელი იდეალური იქნებოდა

    შანსი აუცილებლად უნა მიეცეს ხ.არაუხოს

    ფორტს თავისთავად

  • Lionel Messi – 10
    schedule 29 ივლ 2024, 18:05
    #6

    რამდენადაც კარგია შეტევაში იმდენადვე ცუდია დაცვაში. მთელი სეზონი მეტნაკლებად კარგად ჩაატარა და 2 თამაშში იმდენი და ისეთი შეცდომა დაუშვა უკანაც რომ გაუშვან გულიც აღარ დამწყდება. ძაან ხასიათის მოთამაშეა.

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2024, 15:05
    #5

    მერ მოიყვანონ, ნიკოს ხო აღარ ვყიდულობთ და ფული იქნება.

  • mari
    schedule 29 ივლ 2024, 15:03
    #4

    angry angry როგორ მიყვარდა და როგორ შემაძულა თავი გვარდიოლამ…
    მაინცდამაინც ბარსას უნდა ჩაეკვეტოს ხოლმე ყველა ტრანსფერში რაა..
    აბა ჰეე, დაადეთ ეხლა კანსელუს ფასი 500 მილიონი…
    სიტი და პსჟ უნდა დაშალო საერთოდ, კერძო პირების მიერ დაფინანსებული კლუბები ჩემპიონატებში არ უნდა არსებობდნენ..

  • M10 S9 D11
    schedule 29 ივლ 2024, 13:47
    #3

    ნუ გარღორდება ეხლა სიტი ამას მაინც არაფერში გამოიყენებს და ჩვენ მაინც ნუღა მოგვწველის

  • Flying Dutchman
    schedule 29 ივლ 2024, 09:11
    #2

    მექსიკელი არაუხო არ არის ცუდი ვარიანტი, მაგრამ კანსელუს დონის შემტევი მცველი გუნდში არ გვყავს.

  • Barca
    schedule 29 ივლ 2024, 08:57
    #1

    კიდე 1 წლით იჯარით რო მოსულიყო კია იქნებოდა