Sport იტყობინება, რომ “ბარსელონა” ვიტორ როკეს სანაცვლოდ საუდის არაბეთიდან მიმზიდველ შემოთავაზებას ელოდება.
18 წლის თავდამსხმელი კატალონიაში გასული ზამთრიდან მოყოლებული თამაშობს, თუმცა ჩავი ერნანდესის ხელში მან საკმარისი სათამაშო დრო ვერ მიიღო. მართალია, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ის ამერიკის ტურნეს განაცხადში შეიყვანა, თუმცა Sport-ის ცნობით, ბრაზილიელის წასვლა უკვე გადაწყვეტილია.
კლუბი იჯარას ამჯობინებს, თუმცა “ბლაუგრანაში” “ალ ჰილალის”, ნეიმარის ამჟამინდელი კლუბის, ინტერესის შესახებ იციან. გამოცემის ინფორმაციით, თუ სათანადო შემოთავაზება ექნებათ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზად არის, რომ ყველაფერი გააკეთოს ფეხბურთელის გასაშვებად. კატალონიელებს თანხა ესაჭიროებათ ტრანსფერების განხორციელებისა და ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებისთვის.
ბავშვი გაწირეს რაა..
არაბეთში არ წავა ეს ბავშვი, 30 მილიონი გადაყარეს წყალში.
ამათ ასე ბევრის გაყიდვა სცადეს, მაგრამ ყველამ უარი სტკიცა, აქ ბედნიერები არიან, არაბეთში ძალიან ცხელა თურმე და კანონებია უფრო მკაცრი. ასე მგონია ვერავის ვერ გაყიდიან ესენი. ერთადერთი ფეხბურთელი რომელსაც არ ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია არტური იყო, ასე მითხრეს გუნდისთვის ასეა საჭიროო. ახლა სად არის არც არაფერი არ ისმის.
რა უტვინოდ ხარჯავს ფულს ლაპორტა
ლევანდოვსკის ახლა გაეზარდა ეგ ხელფასი და 31 გაუხდა თორე წინა სეზონებში 18 ქონდა.
დეიონგს კიდე რეალურად 25 აქვს მაგრამ 37მ გადავადებულის ანაზღაურების გამო გამოსდის.
ნუ უშუალოდ ამ ხელმძღვანელობას მხოლოდ ლევანას თემა ეხება რადგან დე იონგი ბართომეუს მოყვანილია.
ხოდა თემა ისაა რომ ლევანა წინა წელსაც გასაშვები იყო და წელს ხო საერთოდ დავა ზედმეტია, ერთადერთი ფლიკი რომ მოუყვანეს ცოტა იმედს გვიჩენს თორე ქვევითაც დავწერე, ეგ რომ გაგვაყიდინა ტორესთან და როკესთან ერთად, ალვარესის ფულსაც შევკრავდით და ხელფასიც საგრძნობლად გამონთავისუფლდებოდა, უბრალოდ სათქმელად მარტივია და გასაკეთებლად დეკუ როცა გვყავს, კიდევ უფრო რთული.
აი დე იონგზე არ ვიცი რა ხდება..მთელი სეზონის განმავლობაში ვფიქრობდი რომ უეჭველი გაყიდიდნენ, ახლა კიდე მაგაზე საუბარი საერთოდ არაა, არ ვიცი რატომ, ალბათ ტრავმის გამო ინტერესი არაა ამ ზაფხულზე, მარა ზოგადი გადმოსახედიდან ჩემი ნება რომ იყოს მაგას და არაუხოს ერთად შევფუთავდი და სიტის შევთავაზებდი როდრის სანაცვლოდ..არ ვიცი დათანხმდებოდნენ თუ არა მაგრამ 200 მილიონის საქონელი როდრიში ნორმალური მგონია..
ნუ რეალობაში რომ დავბრუნდეთ, როდრისთან ყველაზე მიახლოვებული რაც ბაზარზეა და პოტენციალი გააჩნია, სუბიმენდია და ვერ ვხვდები მაგაზე რატომ არ ჩალიჩობენ. მართალია არასდროს მეიმედევოდა მაგ ბიჭის მაგრამ ახლა ევროს ფინალში როცა როდრი გავიდა და სუბიმენდი არანაკლებ მაგრად შემოვიდა, მერე დავფიქრდი რომ 60ად მშვენიერია. ამიტო ვერ ვხვდები რა შუაშია ოლმო როცა პირველ რიგში სუბიმენდის უნდა ვეჩალიჩებოდეთ..მერე იმაზე დავფიქრდი რომ შეიძლება კასადო მაგარ პრესეზონს ატარებს და მაგაზე დაყრდნობას განიხილავენ.. ვარჯიშებს რასაც ვუყურებ, უკვე ფიზიკურად ძალიან მომატებული აქვს, ადრე ძალიან პატარა ჩონჩხის ვიდი ქონდა, ახლა კიდე ჩაკუნთული, ძლიერი ტიპის ფორმა აქვს და რასაც მაგაზე ლაპარაკობენ ეგეც თუ გამართლდა მაშინ ავშენებულვართ და ეგაა..
მოკლედ ჩემი ნება რომ იყოს ამ სატრანსფეროზე მაგ ლევანას, დეიონგს, ტორესს, როკესა და გაიჯარებულებს გავუშვებდი და უილიამსს, სუბიმენდისა და ალვარესს მოვიყვანდი.
სრულიად განხორციელებადი პროექტია უბრალოდ ტვინის გარყევა ჭირდება.
პ.ს. ახლა დაიწერა რომ კანტეს იჯარაზე ჩალიჩობენო.. ქაოსი მაქ თავში..
მბამპეზე დიდი ხელფასი დეიონგს რომ
აქვს და ლევანას კაი ლევანამ უდიდესი როლი ითამაშა ლალიგის მოგებაში და ბრენდია მეგა ვარსკვლავია აი დეიონგს რატომ უნდა ქონდეს დაჟე ნახევარიც კი? გვიყვარს ბაზარი არა მაგრამ არც ლიდერია და არც ღერძია გუნდის.ბურთი ამოაქვსო ბურთიც აღარ ამოიტანოს მაგ ხელფასით?😂😂😂
პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალი ხელფასი კდბის აქვს 24.6-მილიონი, ამას შედარებისთვის ვწერ ხოლო ბარსას ორ ფეხბურთელს აქვს ტოპ-5 ჩემპიონატში ყველაზე მაღალი ხელფასი 32-მილიონი ლევანდოვსკი-დეიონგი არცერთი არაფრის მაქნისი არაა, ლევანდოვსკი ამიტო წამოვიდა ბაიერნიდან ორჯერ მეტს იღებს აქ სიბერეში თუ ვინმეა გასაშვები სწორედ ლევანდოვსკია . რეალმა მბაპესაც კი არ მიცა მაგდენი რაც ლევანდოვსკის აქვს მარაზმია
ეხა ამას კითხეთ უნდა არაბეთი?🤦🏻♂️🤦🏻♂️ეს ვინ იყიდეს იმენა რა
მაშინ მინიმუმ 60 მილიონად გაყიდონ
სრული გუნდი როდიდან დაიწყებს ვარჯიშს ხოარიცით?
აი რა სისულელე გააკეთეს ახლა..
ამის გაყიდვაზე თუ ჩალიჩობენ გიუ რაღაზე გაუშვეს, ეთქვათ იმ ბიჭისთვის რომ წინა სეზონთან შედარებით უფრო მეტ დროს მიიღებდა და არ გაიქცეოდა 6 მილიონად, სულ რომ ტყუილი გამომდგარიყო ბოლო ბოლო უფრო ძვირად მაინც გავყიდდით მომავალ სეზონში და იქამდე კიდე იქნება და რამე ექნა, პოტენციალი მშვენიერი ქონდა.
ნუ ალბათ ლევანას შემცვლელად ტორესს განიხილავენ და მაგიტო უშვებენ როკეს, თუმცა მთლად კაი ამბავი ვერაა ტორესი და ლევანა რომ გვყავს ფორვარდად.
ვაბშე ის ტეხავს ლევანას რომ 31 მილიონი გაუხდა ხელფასი და ამ დროს არაფრის მაქნისია.
ამათ ადგილას ავდგებოდი და ტორესი-ლევანა-როკეს გაყიდვით ალვარესის ფულს შევკრავდი ხოლო სკამზე ტონი ფერნანდესი გვეყოლებოდა.
უბრალოდ სად აქვთ ამათ მაგის ტრ*კი თორე აგერ ალვარესსაც უნდა სიტის დატოვება და
თავისუფლად შეიძლება 80-100ად დათრევა.
წარმოდგინეთ იამალი—ალვარესი—უილიამსის შეტევა რომ გვყავდეს, როგორი რეაქტიული, სანახაობრივი და საინტერესო თამაშები წავიდოდა. გვერდებიდან ბალდე და კუნდე იფრენენ, ცენტრშიც მშვენივრად ვართ თუკი სუბიმენდიც დაიმატეს, დაცვის ცენტრში არაუხო თუ გონს მოეგო, სასწაული იქნება და რავიცი, პრაქტიკულად შეიკვრება მთელი გუნდი,ამიტო რა დროს ოლმოზე ჩალიჩია როცა შეგვიძლია ალვარესზე ან ლაუტაროზე ვიჩალიჩოთ..
სწორი მენეჯმენტით შეგვიძლია რომ ეს შევქმნათ:
——————-შტეგენი———————
კუნდე—-არაუხო—–კუბარსი—–ბალდე
——————სუბიმენდი——————-
———–დე იონგი—–პედრი—————
იამალი——–ალვარესი———უილიამსი
———————პენია———————-
ხ.არაუხო—-კრისტო—-ინიგო—–ფორტი
——————–კასადო———————
————–გავი—–გიუნდოგანი———–
რაფინია———-ტონი ფ.————-ფატი
პლუს ამათ: ასტრალაგა, ფაი, ბერნალი, დარვიხი, გილე
ჩავი მართალი იყო რო იძახდა არარის მზად ჯერ სასტარტოსთვისო და იმიტო არ ათამაშებდა ზუსტად მერე რო გვიკვირდა დროს რატო არ აძლევსო, რაც შეეხება ამის გაყიდვას 30 თუ გადაიხდიანწაიყვანონ ახლა არ გვაქ იმის დრო რო ამისგან რამე გამოვთალოთ
არაფერი ცოდო არაა 18 წლის ასაკში რო უკვე ასე გექნება ავარდნილი თავში რო 10 ნომერს ითხოვ და ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯები რავი ჩავის ვარჯიშებზეც ასე იქნებოდა ეს და ტყუილი ეჯმეოდა ამის არ თამაშზე
ცოდოა არაბეთისთვსი მარა 50-60 მილიონი რო შემოგვთავაზონ უნდა გაუშვან
იცოდით რომ ევროპაში ყველაზე დიდი ხელფასი დეიონგს და შემდეგ ლევანდოვსკის რომ აქვს? წარმოიდგინეთ რამხელა კრიზისი გვაქვს და მაინც უველაზე დიდ ხელფასებს ვუხდით არაფრის მომცემ ფეხბურთელებს, დავიჯერო ახლა დეიონგი როდრიზე მაგარია და ლევანდოვსკი ჰალანდს ჯობია? ამ მავნებლების ხელში მართლა ტაქსის კომპანიად რომ არ გადაგვაკეთეს ეგეც მიღწევაა ჩვენთვის. რეალი სიტი და მანჩესტერი არ უხდის ამხელა ხელფასებს და ჩვენ ვის ვაძლევთ? დეიონგიც და ლევანაც ახლა რომ ჩააგდო რეალში ან სიტიში ორივე ზამენის ფეხბურთელები იქნებიან და ჩვენ რას ვაკეთებთ