workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილანი ტომორის წასვლას შიშობს – მათი სამიზნე ინიგო მარტინესია

მილანი ტომორის წასვლას შიშობს – მათი სამიზნე ინიგო მარტინესია

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “მილანი” ინიგო მარტინესის დამატებას აქტიურად განიხილავს, თუმცა ტრანსფერი ფიკაიო ტომორიზე იქნება დამოკიდებული.

როგორც ირკვევა, ინგლისელის გადაყვანას “ნიუკასლ იუნაიტედი” ცდილობს, მისი წასვლის შემთხვევაში კი მილანელები “ბარსელონას” ცენტრალური მცველის ტრანსფერზე დაიწყებენ მუშაობას.

ინგლისელებს ტომორის შეძენა სურთ, “მილანის” დასახელებული სატრანსფერო ღირებულება კი 50 მილიონი ევროა. თუ “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ ტომორი კლუბს გამოიცვლის, იტალიელები კი ინიგო მარტინესის ტრანსფერზე გადაერთვებიან.
თავად “ბარსელონაში” ინიგოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ და მის წასვლას უფრო რეალური შანსი აქვს, ვიდრე კლუბში დარჩენას.

– წერს კატალონიური გამოცემა.

ინიგო მარტინესმა 2023/2024 წლების სეზონში “ბარსელონასთან” ერთად 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მისი სატრანსფერო ფასი კი 5 მილიონი ევრო გახლავთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივნ 2024, 00:55

    მთავარია უფასოდ არ გაუშვან, არაა ცუდი კაცი

  • nika 54
    schedule 26 ივნ 2024, 16:18

    ციტატა: C.PC5
    კიდე გამოუჩნდება ინიგოს მსურველები ასე მგონია, ცუდი სეზონი არ ქონია ჩვენთან და კიდე ორი წელი შეძლებს სავარაუდოდ ნორმალურად თამაშს, ხუთი მილიონიც კაი ფულია ჩვენთვის, მითუმეტეს უფასოდ გვყავს დამატებული, გაუშვან და ფაი შეინარჩუნონ, უნარტივესია, მთავარია დეკუმ არ გაუტიოს😆

    ხო ასე ჯობია, ნამდვილად, მთავარია მაგანაც არ მოისურვოს დარჩენა. მიზეზით: "აქ ბედნიერი ვარო"

  • C.PC5
    schedule 25 ივნ 2024, 19:05