”სევილიასთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კვირას ”ბარსელონამ” ვარჯიში გამართა, სადაც სამშაბათს ”გრანადასთან” გასამართ შეხვედრაზე ფიქრობდა. ხერარდ პიკემ ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა.
”ბარსას” დასასვენებლად დიდი დრო არ ჰქონდა. შაბათს გუნდმა ”სევილიასთან” ითამაშა, ხოლო კვირას ვარჯიში გაიმართა. სესია ძალების აღსადგენად იყო გათვლილი. გუნდი ასევე ”გრანადასთან” გასამართ მატჩზე ფიქრობს, რომელიც სამშაბათს ჩატარდება.
მთავარი სიახლე ხერარდ პიკეს დაბრუნება იყო. ვარჯიშის ნაწილი მან გუნდთან ერთად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა ”რასინგთან” მატჩში მიიღო, რომელიც გასული კვირის ბოლოს გაიმართა.
პუიოლი და ალექსისი განცალკევებით
ფეხბურთელები, რომლებიც ”სევილიასთან” მატჩში ძირითადში იყვნენ სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. ამას გარდა ტრავმირებული ალექსის სანჩესი აღდგენით ვარჯიშებს აგრძელებს, პუიოლი კი გუნდისგან განცალკევებით ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარდებდა.
პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა ისააკ კუნკამ დაიმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც ეუსებიომ გუშინდელ მატჩში არ გამოუძახა – გუსტავო ლედესი, სერხი გომესი და ორიოლ როსელი.



