Jijantes-ისა და Mundo Deportivo-ს მტკიცებით, “ნიუკასლ იუნაიტედი” შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ფერან ტორესის დამატებას განიხილავს.
როგორც ესპანურ წყაროებში წერია, “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობა ტორესის დასამატებლად 15-20 მილიონი ევროს გადახდისთვის არის მზად.
მიუხედავად იმისა, რომ ედი ჰაუს შეტევაში ისაკი, უილსონი და გორდონი ჰყავს, მას თავდასხმის პოტენციალის გაზრდა მაინც სურს და საამისოდ ფერან ტორესის დამატებას განიხილავს. “ბარსელონას” ესპანელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, რაც ტრანსფერის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.
– წერენ გამოცემები.
ფერან ტორესი “ბარსელონაში” 2021/2022 წლების სეზონიდან თამაშობს და თავის დროზე კლუბმა მასში 55 მილიონი ევრო გადაიხადა.




უფასოდ წაიღეთ ბარემ..
ხო დაელოდეთ კიდე სამი წელი, მოუმატებს აცადეთ, ამასობაში გაგვარღვევენ კიდე გრანდები