ბეტისის ფეხბურთელის, გვიდო როდრიგესის ბარსელონაში გადმოსვლის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი ჰანსი ფლიკის საყვარელ ფორმაციაში (4-2-3-1) არ ჯდება. თუმცა, გერმანელ მწვრთნელს დრო სჭირდება, რომ შემადგენლობა უკეთ გაიცნოს და გაარკვიოს, ვისი მოყვანა სურს და ვისი – არა.
გვიდოს ბარსაში ტრანსფერის პერსპექტივა ხიბლავს და მზადაა, კლუბს დაელოდოს, სანამ Fair Play-სთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს და მის დარეგისტრირებას შეძლებს.
კატალონიური გრანდი მალე როდრიგესის აგენტს დაუკავშირდება და ახალ რეალობას გააცნობს. პრიორიტეტები შეიცვალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არგენტინელის ტრანსფერი გამორიცხულია.
გვიდოს ბეტისთან კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულში, 30 ივნისს ეწურება, შესაბამისად, ბარსელონას მის სანაცვლოდ თანხის გადახდა არ მოუწევს.
(4-2-3-1) იქნება თუ 4-3-3 ამას ფლიკი ალბათ მას შემდეგ გადაწყვეტს როცა ფეხბურთელების შესაძლებლობას უფრო კარგად გაიცნობს. მაგრამ კარგი ჩამშლელის მოყვანა რო აუცილებელია ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
4-2-3-1 ეს სქემა ბარსაში დღეს წარმოუდგენელია რავიცი მაშინ უნდა დაიმატონ მინიმუმ სამი ფეხბურთელი.
თუ გინდათ რო გუნდმა შარშანდელი გააუარესოს გვიდოები და უარესები ვიყიდოთ და ევროპა ლიგაც მოგვენატრება
არ მჯერა არცერთი ნიუსის, სეზონი რომ დაიწყება აი მაშინ გაირკვევა ფლიკის გეგმებზე ფეხბურთელების და სქემების შესახებ.
ფლიკმა რაცარუნდა მაგარი ფეხბურთი ათამაშოს გუნდს, მაინც დაჭირდება ერთი სუფთა ჩამშლელი ტიპის ნახევარმცველი და რატო, ნუ ჯერ მაინც წინასწარ ლაპარაკია და არავინ იცის რას გადაწყვეტს ეს კაცი, თუმცა რაც დაიწერა ისევ იმას რომ მივყვეთ ფლიკი აპირებს ძირითადად გამოიყენოს 4-2-3-1 და საჭიროებისას გადავა 4-3-3 ზეო, ანუ გამოდის რომ ორი ნახევრად ჩამშლელი მაგ მომენტში აღარ იდგება დაცვის წინ ერთად და ერთერთი აიწევს წინ, მეორე კიდე მარტო რამდენად სანდო იქნება რიავიცი.. რიავიცი.. მინიმუმ დეიონგის ჩამშლელობა ვიცით მარტო როცა დააყენეს და აღარ ღირს გასახსენებლად ისეთები მიქარა, ამიტო როცა ეგეთი გადასვლა მოუწევს და წინ აწევს ერთერთ ჩამშლელს მაშინ ჩემი აზრით უკეთესი იქნება სუფთა ჩამშლელის დამატება და ცენტრის უკეთ გამაგრება, გვიდო ან სხვა თუარ იქნება კრისტენსენიც შეასრულებს მაგ როლს მე თუ მკითხავთ.
Skamistvis nagdad araa cudi bichi,tan argentinelia,tan ufaso. Ravi flikma uket icis mara marto deyongs da kimixs ando centri ar mgonia swori…magatgan orives nominaluri sayrdeni an seriozuli box to box igroki schirdebat gverdit…
იქნებ სულაც არ თამაშობს მაგ სქემით ეს წინასწარ ლაპარაკი რა იციან ტიპი ორი დღის მოსულია გუნდში რა სქემებზე ლაპარაკობენ