Sky Sport-ის ჟურნალისტის, პატრიკ ბერგერის ინფორმაციით, ბარსელონა 20 წლის გერმანელი მეკარით, მიო ბაკჰაუსით ინტერესდება.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა 2023/24 წლების სეზონი იჯარით ნიდერლანდურ ვოლენდამში გაატარა, მაგრამ ბრემენის ვერდერის საკუთარებაა და ზოგადად, ამ კლუბის აღზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ ვოლენდამი ქვედა ლიგაში დაქვეითდა, აღსანიშნავია, რომ ბაკჰაუსი ერედივიზიონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
წყაროს ცნობით, ბარსელონა მიოს აკვირდება და ნიდერლანდების ჩემპიონატში მისი შესანიშნავი თამაში არ გამორჩენია. კატალონიურმა კლუბმა გერმანელზე გარკვეული ცნობებიც მოითხოვა და ის სატრანსფერო სიაში ჰყავს.
ბაკჰაუსი, რომელიც ნახევრად იაპონელია და 194 სანტიმეტრია, გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა. საკლუბო კარიერაში მის ანგარიშზე 86 მატჩი, 17 მშრალი შეხვედრა და 156 გაშვებული გოლია. Transfermarkt-ი მიოს €700 ათასად აფასებს.
პენიას აღარ აჯობებს?
მითუმეტეს იაფია და ნებისმიერ დროს გაიყიდება მინიმუმ მილიონად.
მეკარე შეიძლება…
მთავარია მაგ კლუბიდან მცველი არ იყიდონ
86 მატჩიდან 17 მშრალად შეინახაო ანუ 69 მატჩი და 69 მატჩში რო 156 გოლს გაუშვებ მაგარი მეკარეხარ აბა რახარ კი 😉
ერედივიზიონის საუკეთესო მეკარე გახდაო და თან გავარდა ეს კლუბი ქვედა ლიგაშიოო🤔🤔 ანუ ეს როარ ყოფილიყო უფრო უარეს შედეგებს დადებდა მისი კლუბიი😀😀😀 რავიცი იშვიათია კლუბი გავარდეს და ახმელა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ ასახელებდნენ მისი გუნდის წერვს
პირაღია პენიას კი აჯობებს და მოიყვანონ, თუ გაამართლა და განვითარდა როგორც საჭიროა მითუმეტეს კი ჩაანაცვლებს შტეგენს დროულად.