Sport იტყობინება, რომ “ბარსელონა” რონალდ არაუხოს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მოითხოვს.
მთავარი მიზეზი, თუ რატომაც ითხოვს კლუბი ამ თანხას, კატალონიელთა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გეგმებია. კერძოდ, “ბარსას” ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ურუგვაელის გაყიდვით მიღებული თანხა შეუძლიათ, უმაღლესი კლასის ნახევარმცველის ან შემტევის დასამატებლად გამოიყენონ.
“ბლაუგრანა” კმაყოფილია იმ ცენტრალური მცველებით, რომლებიც არაუხოს წასვლის შემდეგ კლუბში იქნებიან. ერიკ გარსია და ინიგო მარტინესი მომავალ სეზონს “ბარსელონაში” გაატარებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რონალდ არაუხო ის მცველია, რომლის გაყიდვაც მომავალში ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი. მის მიმართ ინტერესი მაღალია: ფეხბურთელის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბაიერნს” სურს. მიუხედავად ამისა, ჯერ უცნობია, რამდენად არიან ისინი მზად, გადაიხადონ 100 მილიონი ურუგვაელ მცველში.
არაუხოს აგენტები სპორტულ დირექტორ დეკუს ახლო მომავალში შეხვდებიან ფეხბურთელის მომავლის განსახილველად.
მოთხოვნა ჩავი წადი უნდა შეიცვალოს, ლაპორტა წადი და გაიყოლე ყველათი.
არაუხოს რომ ყიდი ვის უნდა მოთხოვო მოედანზე ყველაფრის დადება და ბოლო წუთამდე ბრძოლა?
არადა მომავალი კაპიტანიაო , პუიოლის მერე არ გვყოლია ასეთიო , ჩვენი ცხოველიო , ჩვენი მომავალიო , ხელშეუხებელიაო , ვინც გაყიდოს ბარსას მტერიაო , რა აღარ წავიკითხე , სამწუხაროა რომ ერთი შეცდომის გამო ფანების და კლუბის ნდობა დაიკარგა , არ შეიძლება ამის გაყიდვა , ძალიან დაგვეტყობა არამხოლოდ სპორტულად არამედ როგორც კლუბს , ასეთი ბიჭები რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან , თავიანთ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან , კლუბი უყვართ , აქ გაიზარდნენ , არ უნდა გაყიდო , არ შეიძლება..
პსჟ-სთან უბრიყვესი წითელის გამო დასრულდება არაუხოს ბარსელონური კარიერა 🙁
მასეა, ხო. კუნდე ეგერ მაგარ მარჯვენა მცველად იჩითება საერთოდ, კუბარსი კიდე არაუხოს მართლა მირჩევნია, ეგერ ქვეყანა მცველები გვყავს კიდე და ფაიე გვყავს ბრილიანტი ბიჭია. არც არაფერი დაგვაკლდება დიდად ეს რო გაყიდონ. (იქნებ პალმერი დადონ ან ვირცი) და ჩამშლელს მოიყვანენ.
არაუხოს გამშვების ჯიშში შევდე