workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა დარვინ ნუნიესის შეძენით ინტერესდება

ბარსელონა დარვინ ნუნიესის შეძენით ინტერესდება

Onze-ს ინფორმაციით, ბარსელონა რობერტ ლევანდოვსკის ჩანაცვლებაზე ფიქრობს და მთავარ კანდიდატად დარვინ ნუნიესს მოიაზრებს. 

ბარსას ხელმძღვანელობას პოლონელი ვარსკვლავის შემცვლელად ლივერპულის ურუგვაელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, ალტერნატიულ ვარიანტად კი ნიუკასლის შვედ ცენტრფორვარდს, ალექსანდრ ისაკს განიხილავს, რომელსაც ლა ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს (2019-2022 წლებში იგი რეალ სოსიედადში ირიცხებოდა).

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლევანდოვსკი ცუდ სეზონს ატარებს და, ასაკის გათვალისწინებით, პროგრესის პერსპექტივაც დიდად არ აქვს. მიმდინარე სეზონში, 35 წლის შემტევმა, ყველა ტურნირზე ერთად, 45 მატჩში მხოლოდ 24 გოლი გაიტანა, რაც ძალიან ცოტაა.

გარდა ამისა, აშკარაა, რომ ჩავი ერნანდესი არც ახალგაზრდა ვიტორ როკეს ენდობა, რითაც ბრაზილიელის აგენტი ძალიან უკმაყოფილოა და ზაფხულში თავისი კლიენტის კლუბიდან წასვლა არ გამორიცხა.

ეს ნიშნავს, რომ ბარსელონას ზაფხულში ცენტრალური თავდამსხმელის დამატება აუცილებლად დასჭირდება, თუმცა ცალკე საკითხია, ლივერპული დარვინ ნუნიესს რამდენად შეელევა, ან ნიუკასლი – ისაკს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • Barca
    schedule 08 მაი 2024, 23:58

    როკეს გაშვება გადაწყვიტესო და რავი არადა კაი ვინმეს გამოთლა შეიძლებოდა

  • Rick Sanchez
    schedule 08 მაი 2024, 21:25

    ისაკი კლასნია და მიქაუტაძის მოყვანა შეიძლება მომავალ წელს.

  • M10 S9 D11
    schedule 08 მაი 2024, 17:51

    რა ნუნიესი მოაშორეთ აქედან როკეს მიეცით ბიჭო სათამაშო დრო რა ნუნიესი

  • me da barca
    schedule 08 მაი 2024, 16:50

    ბლა-ბლა-ბლა!

  • nika 54
    schedule 08 მაი 2024, 15:47

    "ეს ნიშნავს, რომ ბარსელონას ზაფხულში ცენტრალური თავდამსხმელის დამატება აუცილებლად დასჭირდება, თუმცა ცალკე საკითხია, ლივერპული დარვინ ნუნიესს რამდენად შეელევა, ან ნიუკასლი – ისაკს".
    აი ეს წინადადება ბოლოში კი არა თავში უნდა დაგეწერათ, და კიდევ გუშინ აქ დაიწერა ბარსა ლევანდოვსკის პიჩიჩის მოგებაში დაეხმარებაო და ეხლა წერთ გასაშვებიაო? თუ არც ბარსამანიაშია ერთსულოვნება. cold_sweat

  • ზურაბ
    schedule 08 მაი 2024, 13:42

    ციტატა: MESSI 2017
    ისაკიზე მიდის ლაპარაკიო და ერთი რაღაც მაინტერესებს დარვინი საერთოდ ვარიანტად რატომ განიხილება? ალვარეზი და ისაკი უნდა იყოს შეტევის გაძლიერების ერთადერთი ვარიანტი


    ისააკი ძალიან მინდა. რავიცი ალბათ ყველაზე მეტადაც ფორვარდის ადგილას. ძაან მომწონს და ძაან ბევრი პლიუსები აქვს რაც ფორვარდს უნდა ჰქონდეს

  • C.PC5
    schedule 08 მაი 2024, 12:53

    ეს ბენფიკაში რომ ფრინავდა მაშინ უნდა მოეყვანა ბარსას, მარა მაშინ ფინანსები არ ეყოთ, ახლა კიდე ძაან დიდი ეჭვის ქვეშ დგას დაიბრუნებს თუარა ძველ ფორმას საერთოდ, არადა ლივერპულმა ეს და სიტიმ ჰალანდი რომ მიიყვანა მეგონა კარგი ეპოქა შეიქმნებოდა ამათი დუელით, მარა ჩაქიმა ნუნიესმა. 20 მილიონს ზემოთ არაა ამის ფასი ამ წუთას ჩვენთვის, მაგ ფასში კიდე ლივერპული არ დათმობს, ამაზე დიდ ფულს კიდე ის გადაიხდის ვისაც მაგ თანხის გარისკვა შეეძლება, ამიტო ჩვენ არავინ დაგვითმობს ასე იოლად და აზრიც არ აქვს, ისაკი ხო საერთოდ მიუწვდომელია ფასის გამო.

  • rivaldo80
    schedule 08 მაი 2024, 11:19

    ეს ელამიააა

  • Jorkaeff
    schedule 08 მაი 2024, 10:29

    მიქაუტაძე გვინდა. სუარესი 2 გაიჩითება მიქაუტაძე რო მოვიყვანოთ.

  • MESSI 2017
    schedule 08 მაი 2024, 10:24

    ისაკიზე მიდის ლაპარაკიო და ერთი რაღაც მაინტერესებს დარვინი საერთოდ ვარიანტად რატომ განიხილება? ალვარეზი და ისაკი უნდა იყოს შეტევის გაძლიერების ერთადერთი ვარიანტი

  • Iniesta_8
    schedule 08 მაი 2024, 10:21

    რატომ უნდა იყიდონ ეს და ფერანი უნდა შეაჯიბრონ ვინ უფრო მეტს გამაზავს?

  • La Pulga10
    schedule 08 მაი 2024, 09:09

    ესეთი ფერანიც გვყავს

  • shu1987
    schedule 08 მაი 2024, 07:16

    ცუდი არაა მაგრამ ბარსას არც ერთი ადგილი აქვს ამის ყიდვის და არც არავინ გამოუშვებს. როკესგან რა უნდა ჩავის ტოო ბავშვმა გოლებოს გატანა როგორც დაიწყო სკამზე გაახმო არადა ისტორიულადაც როკეს სტილის ფორვარდები ბარსაში ყოველთვის ამართლებდა მოძრავი და არა საჯარიმოში ჩარჭობილი სარი.

  • Don_Andresito
    schedule 08 მაი 2024, 04:56

    ბრმა და კოჭლი დარვინი ისეთი მაზილაა რეალს ყავდეს ეგეთი. ისაკი ტრავმიანია თორე ძაან კლასია. თან 150 ღირს