workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესის მიღწევა – 500 გოლი საკლუბო კარიერაში

ლუის სუარესის მიღწევა – 500 გოლი საკლუბო კარიერაში

“ბარსელონას” ლეგენდამ, “ინტერ მაიამის” ახლანდელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა საკლუბო კარიერაში 500-გოლიან ნიშნულს მიაღწია. ამ ინფორმაციას “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, “ბარსას” ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირს კლუბებში გატანილი უკვე 500 ბურთი დაუგროვდა.

სუარესმა ყველაზე მეტი, 198 გოლი, “ბარსელონაში” გაიტანა. მან ეს 2014-2020 წლებში გააკეთა.

ურუგვაელ თავდამსხმელს, “ბარსას” გარდა, “ნასიონალში”, “გრონინგენში”, “აიაქსში”, “ლივერპულში”, “ატლეტიკოსა” და “გრემიოში” უთამაშია, ამჟამად კი ის გოლების გატანას ამერიკულ “ინტერ მაიამში” განაგრძობს.

37 წლის შემტევი “ოქროს ბუცის” გამარჯვებული 2-ჯერ გახდა – 2013/14 წლების სეზონში “ლივერპულში” და 2015/16 წლების სეზონში “ბარსელონაში”.

“ბარსაში” სუარესის საუკეთესო სეზონად სწორედ 2015/16 წლების გათამაშება მიიჩნევა, რომელშიც მან 59 გოლი გაიტანა, აქედან 40 – ლა ლიგაში და როგორც უკვე მოგახსენეთ, “ოქროს ბუცის” გამარჯვებული გახდა.

“ელ პისტოლერომ” სოციალურ ქსელ X-ზე მის მიღწევასთან დაკავშირებით ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ:

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • tedo05
    schedule 11 მაი 2024, 21:31
    #5

    ციტატა: me da barca
    ეს და მესი მოგვცა 24-25 წლის და მერე დაგვასკდეს რეალი მთაწმინდიდან გამოქანებული.


    მარადონა და პელეც ხოარ გაცოცხლდეს😂

  • Rick Sanchez
    schedule 08 მაი 2024, 21:12
    #4

    აუ ეს მოგვცა პრაიმში და ყ*ეზე ჩამოიცმევდა მინიმუმ 3 ოქროს ბურთს მომავალ წლებში.

  • me da barca
    schedule 08 მაი 2024, 01:32
    #3

    ეს და მესი მოგვცა 24-25 წლის და მერე დაგვასკდეს რეალი მთაწმინდიდან გამოქანებული.

  • C.PC5
    schedule 07 მაი 2024, 20:02
    #2

    ნამდვილად უმაგრესი მიღწევაა, სადაც კი ითამაშა ყველგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გოლები, პასები და ზოგადად გასხვავებული მიდგომა ფეხბურთისადმი, განსხვავებული მანერები რომელსაც ალბათ ვერავინ გაიმეორებს და მაგიტომაც გამოსდიოდა ულამაზესი გოლები. ამ კაცს თავისი ეპოქის შექმნა შეეძლო ცალკე, უბრალოდ თავად ისეთ ეპოქაში მოხვდა სადაც თავის გამოჩენა მხოლოდ ორი კაცისთვის იყო მარტივი და იმათაც ორჯერ აჯობა თავის საქმეში. უდიდესი ლეგენდაა და კარგი იქნებოდა ბარსას მაისური კიდევ დიდხანს ეტარებინა pensive

  • nika 54
    schedule 07 მაი 2024, 19:50
    #1

    სადაც ითამაშა ყველგან ბომბარდირი გახდა, ამის წასვლის შემდეგ სულ დავკარგეთ გოლის გემო. რა იქნება ერთი ამისთანა, მესის ვერ ვბედავ ნამეტანი ფანტაზიორობა გამოვა , რო მოგვცა ლევანდოვსკი მეგონა გოლების მანქანა და აქ მოუნდა დაბერება, მანამდე ბაიერნში უბურთოდ არ ტოვებდა მინდორს, დღეს მაგის ადგილი ბაიერნში კეინმა დაიკავა და ისიც ბომბარდირია თუმცა აქ რო მოგვეყვანა ალბათ იმასაც დააჩლუნგებდნენ.