workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვიდო როდრიგესი ბარსას ზარს ელის – არგენტინელი თავისუფალი აგენტი ხდება

გვიდო როდრიგესი ბარსას ზარს ელის – არგენტინელი თავისუფალი აგენტი ხდება

Marca-ს მტკიცებით, “ბარსელონასთვის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩამშლელი ნახევარმცველის დამატება იქნება, რადგან კლუბისთვის ყველაზე პრობლემური პოზიცია სწორედ ესაა.

ესპანური გამოცემა წერს, რომ ორიოლ რომეუ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, ჩავის კი საყრდენის პოზიციაზე საკმაოდ მწირი არჩევანი ექნება.

“ბარსელონა” გვიდო როდრიგესის სიტუაციას დიდი ხანია აკვირდება. ჩავის არგენტინელი ფეხბურთელი მოსწონს, თანაც კლუბისთვის კარგი ისაა, რომ საყრდენ ნახევარმცველსა და “რეალ ბეტისს” შორის დადებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, რაც “ბარსელონას” ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს.
“ბარსელონასა” და გვიდო როდრიგესის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი უკვე რამდენჯერმე შედგა. ესპანური გრანდი თადარიგს იჭერს, რათა როდრიგესის გაფორმება ზაფხულში მარტივად შეძლოს. არგენტინელ ფეხბურთელს ანდალუსიური კლუბისგან კონტრაქტის განახლების თაობაზე ახალი წინადადება უკვე მიღებული აქვს, თუმცა ხელი არაფერზეა მოწერილი.
არგენტინელი საყრდენი “ბარსელონასგან” ბოლო ზარს ელის და ხელშეკრულების გაფორმების მოლოდინშია. თუ გვიდო კატალონიელებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ ის კონტრაქტს ამჟამინდელ კლუბთან გაახანგრძლივებს.

– წერს Marca.

30 წლის გვიდო როდრიგესი “რეალ ბეტისის” შემადგენლობაში 2019/2020 წლების სეზონიდან თამაშობს. არგენტინელ ნახევარმცველს იქამდე მექსიკასა და მშობლიურ კლუბებში უთამაშია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Rick Sanchez
    schedule 03 მაი 2024, 18:34
    #11

    რომეუ 2

  • MESSI 2017
    schedule 03 მაი 2024, 11:22
    #10

    ვანდაიკიც ხდება თავისუფალი აგენტი სხვათაშორის და თუ არაუხოს წასვლა უნდა მოვიყვანოთ ან რომც არ წავიდეს არაუხო ვიღაც გამოცდილი მასწავლებელი ჭირდებათ დაცავაში რომ ასწავლოს რა დროს რა ქნან და არაუხომ ბოლო 3 თამაშში რეებიც აკეთა ისინი აღარ გააკეთოს

  • Don_Andresito
    schedule 03 მაი 2024, 11:21
    #9

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: nika 54
    უფასოდ თუ მოვა ერთწლიანი არ შეიძლება გაფორმდეს გაგრძელების უფლებით და არა ვალდებულებით, რას ვკარგავთ რომეუ ავიტანეთ ერთი წელი და ამან ეგება გაამართლოს მაინც.
    აგერ ვერატის მობეზრდა არაბეთში და ბარსას სთავაზობს თავის თავს, ეს მეორე გავია მოედანზე.
    ატლეტიკო კიდევ თანახმაა ფელიში დაგვიტოვოს თუ ტორესს მივცემთ სამაგიეროდ, ამაზე მაინც დაფიქრდნენ.
    მოკლედ მაგარი სატრანსფერო ზაფხული გველის.


    კი ეს ზაფხული ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის ნამდვილად, შეიძლება მთლად მეგა ტრანსფერები არა მაგრამ აშკარაა რომ სერიოზული ცვლილებები იქნება და ყველაფერია მოსალოდნელი, ჩავი ისე არ დარჩებოდა სავარაუდოდ ტრანსფერების იმედი რომ არ ქონდეს.


    200 მლნ აქეთ საშოვნელი აქვთ, გასაყიდი აღარაფერი დარჩათ, რისი იმედი აქვთ არ ვიცი. მე არ ველი საინტერესო ზაფხულს, არ მგონია გვიდოზე მაღალი დონის ვინმე დაიმატონ. ალბათ დაყიდიან გაიჯარებულებს, ფრენკის და მცველებიდან ვინმეს, შეიძლება ტორესსაც და მერე მოჟნა ტრანსფერები.

    ლენგლეს მიეცა სათამაშო დრო, ემერის ევასება და ალბათ დაიტოვებენ 7-8 მილიონად. გარსიასაც იყიდის ჟირონა სიტის შეიხის ფულებით, დესტიც წავა 10 ად პსვ ში. დავაბრუნებდი არაუხოს და პრე სეზონზე შანსს მივცემდი. ბერნალს დავტესტავდი და ფაის. ასევე დარვიხს. ერთი მაინც გაამართლებს. გავი დაბრუნდება. ფატის არ ვიცი რა ელის. არაბებმა თუ იყიდეს ხო კაი, თუ არადა სადმე ბრაიტონში ან ვულვზში სკამზე გდებას დავაბრუნებდი და იჯდეს სკამზე. მსურველი არ მგონია ყავდეს.

  • PUIOL5
    schedule 02 მაი 2024, 22:10
    #8

    რა გვიდო ამათ ხოა ძმარავთ

  • JustBarcaLover
    schedule 02 მაი 2024, 21:48
    #7

    ციტატა: nika 54
    უფასოდ თუ მოვა ერთწლიანი არ შეიძლება გაფორმდეს გაგრძელების უფლებით და არა ვალდებულებით, რას ვკარგავთ რომეუ ავიტანეთ ერთი წელი და ამან ეგება გაამართლოს მაინც.
    აგერ ვერატის მობეზრდა არაბეთში და ბარსას სთავაზობს თავის თავს, ეს მეორე გავია მოედანზე.
    ატლეტიკო კიდევ თანახმაა ფელიში დაგვიტოვოს თუ ტორესს მივცემთ სამაგიეროდ, ამაზე მაინც დაფიქრდნენ.
    მოკლედ მაგარი სატრანსფერო ზაფხული გველის.


    ტორესი რაში უნდა ატლეს
    ზოგადად ეს ატლეტიკო მასეთ ფარჩაკ ხალხს რატო ყიდულობს უსწწორდებათ გუნდში რო ნაგვები ყავთ თუ

  • C.PC5
    schedule 02 მაი 2024, 21:00
    #6

    ციტატა: nika 54
    უფასოდ თუ მოვა ერთწლიანი არ შეიძლება გაფორმდეს გაგრძელების უფლებით და არა ვალდებულებით, რას ვკარგავთ რომეუ ავიტანეთ ერთი წელი და ამან ეგება გაამართლოს მაინც.
    აგერ ვერატის მობეზრდა არაბეთში და ბარსას სთავაზობს თავის თავს, ეს მეორე გავია მოედანზე.
    ატლეტიკო კიდევ თანახმაა ფელიში დაგვიტოვოს თუ ტორესს მივცემთ სამაგიეროდ, ამაზე მაინც დაფიქრდნენ.
    მოკლედ მაგარი სატრანსფერო ზაფხული გველის.


    კი ეს ზაფხული ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის ნამდვილად, შეიძლება მთლად მეგა ტრანსფერები არა მაგრამ აშკარაა რომ სერიოზული ცვლილებები იქნება და ყველაფერია მოსალოდნელი, ჩავი ისე არ დარჩებოდა სავარაუდოდ ტრანსფერების იმედი რომ არ ქონდეს.

  • nika 54
    schedule 02 მაი 2024, 20:51
    #5

    უფასოდ თუ მოვა ერთწლიანი არ შეიძლება გაფორმდეს გაგრძელების უფლებით და არა ვალდებულებით, რას ვკარგავთ რომეუ ავიტანეთ ერთი წელი და ამან ეგება გაამართლოს მაინც.
    აგერ ვერატის მობეზრდა არაბეთში და ბარსას სთავაზობს თავის თავს, ეს მეორე გავია მოედანზე.
    ატლეტიკო კიდევ თანახმაა ფელიში დაგვიტოვოს თუ ტორესს მივცემთ სამაგიეროდ, ამაზე მაინც დაფიქრდნენ.
    მოკლედ მაგარი სატრანსფერო ზაფხული გველის.

  • JustBarcaLover
    schedule 02 მაი 2024, 19:28
    #4

    რომეუ დვა.

  • John dillinger
    schedule 02 მაი 2024, 19:05
    #3

    ციტატა: CHEPE
    ეეჰ ეხლა გქვონდეს ბართომეუს დროს რომ იყო შესაძლებლობებიი ამდენი წლის ნაგროვებული ფული დიდ +ში რომ ვიყავით ეხლა რა კაი ტრანსფერები წავიდოდა😒😒😒


    ვირციდან დაწყებულული ფრიმპონგით დამთავრებული ნებიამოერს მოვიყვანდით 100+ რომც იყოს მაგრამ ჰა 3 უმაქნის (დემბელე კოუ გრიზმანო) გადაყვა ამხელა კლუბი

  • CHEPE
    schedule 02 მაი 2024, 18:47
    #2

    ეეჰ ეხლა გქვონდეს ბართომეუს დროს რომ იყო შესაძლებლობებიი ამდენი წლის ნაგროვებული ფული დიდ +ში რომ ვიყავით ეხლა რა კაი ტრანსფერები წავიდოდა😒😒😒

  • cruyff9
    schedule 02 მაი 2024, 18:30
    #1

    🤦🏻‍♂️