workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორჟე მენდეშსა და ბარსელონას ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ჟორჟე მენდეშსა და ბარსელონას ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ბარსელონას ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში სუპერაგენტ ჟორჟე მენდეშს, მატეუ ალემანის, რაფა იუსტეს, ჟორდი კრუიფსა და ჟოან ლაპორტას შორის საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მიმდინარეობს. 

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მინიმუმ 5 ტრანსფერი განიხილეს. “ბარსას” ხელმძღვანელობამ პორტუგალიელ აგენტთან ანხელ დი მარიას, კარლოს სოლერისა და ჟოაუ ფელიშის საკითხზე ისაუბრა. ახლა ეს უკანასკნელი კატალონიელთათვის ერთ-ერთი სამიზნეა. 

ამასთან, გავრცელებული ცნობებით, მენდეშმა “ბლაუგრანას” მის ფეხბურთელებზე მიღებული შემოთავაზებებიც გააცნო. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე კლემან ლანგლეა, რომლითაც პორტუგალიური კლუბი ინტერესდება. ასევე, საუბარი იყო ნიკო გონსალესზე.

TV3 შეხვედრაზე ჟოაუ ფელიშის ხსენებას უარყოფს. პორტუგალიელი შემტევი “ბარსელონას” რადარზეა და ჟოან ლაპორტას მოსწონს, მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირს და თანაც, “ატლეტიკოს” ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს.

განახლება:

01:11 | ლანგლესთან დაკავშირებით “ბარსას” “პორტუმ” მიმართა.

01:19 | ჟორდი კრუიფი შეხვედრიდან წავიდა.

01:20 | შეხვედრა სრულდება.

01:31 | მენდეშმა “ბარსელონას” ჰკითხა, “ვალენსიასთან” შესაძლო ბარტერში რომელ მოთამაშეებს ჩართავს.

01:35 | ლაპორტამ და იუსტემ შეხვედრა დატოვეს.

01:50 | მენდეში პირდაპირ აეროპორტში წავიდა.

ჟორჟე მენდეშის კომენტარი:

დი მარია და ნიკო? რამდენიმე ფეხბურთელზე ვისაუბრეთ. ლაპორტასთან შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები გვაქვს, მათ ნიკოს გაყიდვა არ სურთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • Moriba
    schedule 09 ივნ 2022, 12:50

    ციტატა: Zura Gviniashvili
    კარგი ცენტრ ფორვარდები ვინც იყვნენ ვლაჰოვიჩი ჰოლანდი უკვე გაყიდულია და ერთი ვინც იყო დარჩენილი ეს ნუნიესი იყო და ეგეც აგვახია ლივერპულმა.. დროზე დაყიდონ ეს წილები რომ ფული შემოვიდეს და სახელფასო ლიმიტი გაიზარდოს თორე იმენა ადგილს ვტკეპნით. შესაძლებლობები ბევრი გვაქვს ბევრი წამოვა მაგრამ ან ფინანსები გვაფერხებს ან ხელფასების ლიმიტი


    ნუნიეს ისედაც ვერ ვიყიდდით 100მილიონს ითხოვს ბენფიკა

  • Zura Gviniashvili
    schedule 09 ივნ 2022, 12:10

    კარგი ცენტრ ფორვარდები ვინც იყვნენ ვლაჰოვიჩი ჰოლანდი უკვე გაყიდულია და ერთი ვინც იყო დარჩენილი ეს ნუნიესი იყო და ეგეც აგვახია ლივერპულმა.. დროზე დაყიდონ ეს წილები რომ ფული შემოვიდეს და სახელფასო ლიმიტი გაიზარდოს თორე იმენა ადგილს ვტკეპნით. შესაძლებლობები ბევრი გვაქვს ბევრი წამოვა მაგრამ ან ფინანსები გვაფერხებს ან ხელფასების ლიმიტი

  • Mess cue un club1889
    schedule 09 ივნ 2022, 11:57

    ნაპოლის რო ეთამაშებოდა ბარსა ლიგის 1/8 ფინალში გატუზო ამბობდა რომ რიკი პუჩი ძალიან კარგი ფეხბურთელიაო ხოდა წაიყვანოს ეგ ბრაითვეითი და მინგესა ჩვენ კი სოლერი წამოვიყვანოთ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 ივნ 2022, 11:51

    ფელიში ჭორი მგონია და ალბათ საუბარი ლენგლე-დიმარიაზე მიდიოდა

  • იმედა_ხავიესტა
    schedule 09 ივნ 2022, 10:19

    ფელიშის მოყვანა ნიშნავს, რომ ანსუ ფატის კარიერას ანგრევ. მაშინ რისთვის იყიდეს ტორესი ? რაში გვჭირდება სამი იდენტური შემტევი ? ნორმალური ცაცია არ უნდა იყოს გუნდში ?

  • nikusha
    schedule 09 ივნ 2022, 10:10

    ნიკოს ხელი არ დაედოს! ბარსას მომავალი ცენტრია გავისთან და პედრისთან ერთად და ტოროც იქვე იქნება

  • nika 54
    schedule 09 ივნ 2022, 08:20

    ფელიშის მყიდველები ვართ ჩვენ?

  • La Pulga10
    schedule 09 ივნ 2022, 06:59

    ვლენსიასთან ბარტერი გაიას თაობაზე განიხილეს იმედია და არა სოლერის,თორემ შეიძლება გავგიჟდე.რა სოლერი,რის სოლერი.

  • azulgerana
    schedule 09 ივნ 2022, 05:03

    ნიკო არ უნდა გაიყიდოს. უფრო მეტი დრო და თუ არ მიეცა გავუშვათ

  • Tata_k
    schedule 09 ივნ 2022, 01:25

    ვფიქრობ უფრო დი მარიას და ლენგლეს საკითხი განიხილებოდა

  • C.PC5
    schedule 09 ივნ 2022, 01:05

    ფელიში ჟურნალისტების ფანტაზია მგონია. ჩავისაც არამგონია მაგ ტიპის ფეხბურთელი ჭირდებოდეს.