ბარსელონამ დამის ახალგაზრდა მეკარე შეიძინა და დორტმუნდის 15-წლამდელთა გუნდის კაპიტნით ინტერესდება

ბარსელონამ დამის ახალგაზრდა მეკარე შეიძინა და დორტმუნდის 15-წლამდელთა გუნდის კაპიტნით ინტერესდება

გერმანული BILD-ის ცნობით, “ბარსელონა” “დორტმუნდის” 15-წლამდელთა გუნდის კაპიტანს აკვირდება;

საქმე ტაილერ მაიზერს ეხება, რომელიც “ბარსას” წარმომადგენლებმა East Mallorca Cup-ზე შეამჩნიეს. 15 წლის ცენტრალურმა მცველმა კატალონიელთა სკაუტების ყურადღება მიიქცია და კლუბმაც ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები მაშინვე დაიწყო;

თუმცა, დაბრკოლებას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მაიზერი დორტმუნდის “ბორუსიაში” თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია;

ტაილერი, რომელიც გერმანიის 15-წლამდელთა ნაკრებში ირიცხება, “ელვერსბერგის” აღზრდილია.

გარდა ამისა, Relevo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ”, “დამის” 19 წლის მეკარის, ნილ რუისის ტრანსფერი უკვე დახურა. ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბარსა ბ-ში” იასპარეზებს. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    26 მაი 2022, 20:48

    დააკვირდნენ და თუ ივარგებს მოიყვანონ, ტალანტების მოყვანას რა ჯობია

  • El pistolero 9
    26 მაი 2022, 20:38

    ახლა თუ იყიდიან თორე პირველ გუნდში რო გადმოიყვანს დორტმუნდი ათამაშდება კარგად და დაარტყამს დორტმუნდი 60 მილიონს

  • nika 54
    26 მაი 2022, 17:21

    დაკვირვება მოსულა, ამაში ფულს არავინ მოგვთხოვს.