“ბარსელონა ბ-ს” თავდამსხმელი ფერან ჟუტგლა კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს გამოსამშვიდობებელ პოსტს უძღვნის.
ვინაიდან ჩემპიონატი უკვე დასრულდა, დაძაბულობის, სპეკულაციებისა და გაურკვევლობის შემდეგ, ამ სიტყვებს ვწერ იმისათვის, რომ “ბარსელონას” ოჯახს ზრდის შანსის მოცემისთვის მადლობა გადავუხადო. თქვენ მე ოცნების ასრულების საშუალება მომეცით და ეს ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩემი მომავლის რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ. მქონდა ვარიანტი, დავრჩენილიყავი “ბარსელონაში” ან კარიერა სხვაგან გამეგრძელებინა, რისი მიზანიც კარიერული წინსვლა იქნებოდა. მინდა, ჩემი აზრის მოსმენისთვის კლუბს მადლობა გადავუხადო.
რა თქმა უნდა, კლუბში დასაბრუნებელ კარს ღიას ვტოვებ.
– დაწერა ჟუტგლამ Instagram-ზე.
ფერან ჟუტგლას სახელმა მაშინვე გაიჟღერა, როდესაც ჩავი “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ადგილობრივი პრესის ცნობით ახალ დამრიგებელს სარეზერვო გუნდიდან სწორედ 23 წლის შემტევი მოსწონდა. თუმცა კატალონიელებს ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვის შანსი აქვთ და როგორც ჩანს, მის გამოყენებას აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟერან ჟუტგლა ბელგიურ “ბრიუგეში” 5-7 მილიონ ევროდ გადასვლასთან ახლოსაა.
წარმატებები. არამგონია მაგ ღიად დატოვებული კარში კიდე შემოხვიდე. კარგი ფეხბურთელია და იმედია ნორმალური კარიერა ექნება
5-7 მილიონი კაი ფასია, როცა მესი და სუარესი უფასოდ გყავს გაშვებული.
ალექსანდრე გეგეჭკორი,
არავინაც არ იყიდის, 3 წლის მერე ეს იქნება 26 წლის და მაგ ასაკში ბელგიაში ნათამაშები არავის არ უნდა, 18 წლის რომ იყოს არავინ გაყიდდა ამას, მაგრამ 23 წლის კაცს უკვე სხვა შედეგები მოეთხოვება, ვიდრე ესპანეთის მესამე დივიზიონში ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი, კაი ჩავთვალოთ პირველი, იმის გათვალისწინებით, რომ პირველ გუნდში 8 თამაში ჩაატარა და მაგ დროში გაასწრებდა იმ პირველ ადგილოსანს
23ის? 😆😆 19ის რატო მეგონა

იყიდიან 3 წლის მერე 50 მილიონად