workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პაუ კუბარსი: ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა

პაუ კუბარსი: ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა

პაუ კუბარსის კომენტარი “ნაპოლისთან” მატჩის (3-1) შემდეგ:

ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებდა. 

4-წლიანი პაუზისა და ბევრი სირთულის გამოვლის შემდეგ, “ბარსა” მეოთხედფინალშია. ყველაფერი გავიღეთ და წარმატებას მივაღწიეთ.

სიღრმიდან თამაში მიყვარს. დუელებში შესვლას ყოველთვის ვცდილობ. იმ ფეხბურთს ვთამაშობ, რომელიც “ბარსელონამ” მასწავლა. მშვიდად ვმოქმედებ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო.

არ ვიცი, ნაკრებში გამომიძახებენ თუ არა. თუ ასე მოხდება, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ თუ არა, შესაძლებლობა მომავალში მექნება. 

ჩემპიონთა ლიგის მატჩის სასტარტოდან დაწყება და საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგება დიდი პატივია. ყველამ მომილოცა. მთელი გუნდი ბედნიერია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (25)

  • Bakero
    schedule 14 მარ 2024, 01:30

    სუპერ ტალანტი ეგრე გააგრძელე უდიდესი მცველი უნდა გახდე ყველა წინაპირობა გაქვს მაგის ! დაანებეთ თავი საყრდენი არა იხვის ტოლმა მხეცია იქ სადაც არის მარტო მაგარი პასი არ არის საყრდენი ! მითუმეტეს ბარსელონაში რა იცით რომ საყრდენის სქილები აქვს ?! მითუმეტეს გვყავს საყრდენზე შესანიშნავი კანდიდატურა ბერნალი !

  • nika 54
    schedule 13 მარ 2024, 18:09

    ეს ბავშვი პროფესიონალად დაიბადა? ასე გუნდში ახალგაზრდა მოვიდეს და საუკეთესო გახდეს არ მინახავს და არ გამიგია.
    თან რა სერიოზულია, მთელი სულით და გულით არის ჩართული თამაშში. რა პატკატბი და რა გამჭოლი პასები, სად ყავდათ ეს ბავშვი დამალული. ამ დროს დეკუ მცველებს ეძებს, კუნდეს რო გაყიდიან იმის შემცვლელად.

  • Berlinetta♥
    schedule 13 მარ 2024, 15:58

    ერიკ გარსია მეგონა თავიდან ესეც მაგრამ მშვენიერი ბიჭია… ნიკოც დააბრუნონ დადგება მისგან რაღაც, 90 წუთს რო ვერ თამაშობდა ეგ პრობლემა კი მოიგვარა და არსენალთან არცერთ შეხვედრაში ჩაუსვრია …

  • Rick Sanchez
    schedule 13 მარ 2024, 15:32

    კუნდემ კვარა გააქრო ობიექტურად.
    არაუხო სოლიდური იყო, როგორც ხშირ შემთხვევებში.
    კუბარსი ცხოველი, არაამქყვეყნიური ახალგაზრდაა, არაუხოსთან ერთად შეჭამა ოსიმენი.
    კანსელუ შეტევაში განსაკუთრებით, მაგრამ დაცვაშიც ბრწყინვალე იყო.
    მოკლედ დაცვა იყო იდეალური დღეს.

  • Don_Andresito
    schedule 13 მარ 2024, 15:32

    კუბარსი მაგარი კაცია. აჰა ძმაო ვენდეთ კაცს რომელზეც შარშან არაფერი ვიცოდით და +1 სანდო მცველი გვყავს 15 წლიანი პერსპექტივით. საყრდენზეც რო ვცადოთ დარწმუნებული ვარ კიდევ გავოცდებით. ბერნალს მიეცეს 2-3 თამაშში დრო და იქნებ აღარც მოგვიწიოს ბაზარზე გასვლა და საეჭვო ხალხში 50 მლნ ების გადახდა. მთელ ფულს მარცხენა ვინგერს მოვახმარდით. მაგ პოზიციაზე ბ გუნდშიც არავინ მოჩანს და მაგიტომ.