რონალდ არაუხოს კომენტარი “ნაპოლისთან” მატჩის (3-1) შემდეგ:
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედით. დიდებული მატჩი ჩავატარეთ. გუნდის პერფორმანსი დამაკმაყოფილებელია.
ვიცოდით, რომ მეორე გოლის მერე, შესაძლო იყო, მეტოქეს უპირატესობა მოეპოვებინა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და მათი შემტევები რამდენჯერმე თანაშგარეში ჩავტოვეთ.
ჩემი მომავალი, კლუბზეა დამოკიდებული. ყველამ იცის, რომ “ბარსაში” ძალიან ბედნიერი ვარ. როცა ამ მაისურს ვატარებ, მაქსიმალურად ვიხარჯები.
რა თქმა უნდა, ჩავის დარჩენა მინდა, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. მის ხელში ძალიან განვვითარდი, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
პაუ კუბარსი შთამბეჭდავი ტალანტია. ერთმანეთს ძალიან კარგად ვავსებთ. ის თავმდაბალია და ბევრს მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, დაცვაში კარგად გამოიყურებოდით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანია.
რატომ მაცვია 1899 წლის მაისური? სახლში ბევრი ასეთი ფორმა მაქვს, კლუბმა მომცა, და ძალიან მომწონს.




და მაინც მთავარი, როცა თამაში მიგდის და მეტოქე გატეხილია, არ უნდა შეასუსტო ზეწოლა. ამათ ისე აქვთ გამჯდარი ტიკი-ტაკა, რომ სწორედ მაშინ იწყებენ დროს გაყვანას როცა თამაში უნდა მოამთავრო. და ამისთვის ერთი გოლი იყო საჭირო. უბრალოდ იყო საშუალება და რატომ იტკიებენ თავს და აძლევენ მეტოქეს აზრზე მოსვლის საშუალება. არ მესმის. მეტოქე უკვე გატეხილი იყო და მესამე რო მიგვეყოლებინა მერე მართლა სულ მოვუკლავდით თამაშის ინტერესს. როგორც მართლაც მოხდა მესამე გოლზე. ოღონდ ამასობაში დაცვას საქმე გაუჩნდა და მადლობა ღმერთს რო ვერც ნაპოლი ვერ წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს.
"რატომ მაცვია 1899 წლის მაისური? სახლში ბევრი ასეთი ფორმა მაქვს, კლუბმა მომცა, და ძალიან მომწონს."
რანაირი უემოციოც არუნდა იყო ამ სიტყვებზე გაგაჟრჟოლებს მინიმუმ❤️❤️❤️ ჩამშლელი ზონა რომ მოწესრიგებული იყოს არც დაცვა აურევდა ჩემი დასკვნა ესაა, ინდივიდუალურად ისევ ისე არიან მხეცები ეს და კუნდე, გუნდურობა დაკარგეს და ვერ ახერხებენ აღდგენას რაღაცატომ, გოლიც ჩამშლელი ზონის ჩავარდნის ბრალი იყო, თორე მცველები მაგ მომენტში ისე მოქმედებდნენ როგორც საჭირო იყო.
ეს და კუბარსი იმედია საუკუნის დუეტს შექმნიან.
პოტენციურად ერთ ერთი ყველაზე ძლიერი დაცვა გვყავს უბრალოდ არასტაბილურობამ დაგვღუპა
დაცვა გამოფხიზლებულია საუკეთესო თუარა ერთ ერთი ყველაზე მაგარი დაცვის ხაზია
კულე სულით❤️❤️