“ბარსელონამ” მორიგი ვარჯიში გამართა “კამპ ნოუზე”, მანამ, სანამ კატალონიური გრანდი უმასპინძლებს “ვიქტორია პლზენს”. 19 ფეხბურთელი ოთხშაბათის საღამომდე ერთად იქნება და შემდეგ გამართავენ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით.
გუნდმა მას შემდეგ ივარჯიშა, რაც პეპ გვარდიოლამ და ლეო მესიმ პრეს-კონფერენცია გამართეს. სავარჯიშო სესია 20:30 საათზე გაიმართა თბილისის დროით და პირველი 15 წუთი მედიისთვის ღია იყო,ხოლო შემდეგ ყველაფერი დახურულ კარს მიღმა წარიმართა. გვარდიოლამ 19 ფეხბურთელის გვარი დაასახელა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის.
ვარჯიშს 21 ფეხბურთელი დაესწრო, რომლიდანაც 2 კანტერანოელი იყო: ისააკ კუესკა და ჯონათან დოს სანტოსი. სესკს ვარჯიში მთლიანად არ ჩაუტარებია, ხოლო ალექსისმა ბოლომდე ივარჯიშა.შეგახსენებთ, რომ დღემდე ლაზარეთში რჩებიან: აფელაი, პიკე, სესკი და სანჩესი, ამიტომაც პეპმა 17 ფეხბურთელი პირველი გუნდიდან გამოიძახა და ზემოთ ნახესენები ორი ფეხბურთელი “ბარსა ბ”-დან.
ფეხბურთელები სასტუმროში არიან დაბინავებულნი. ისინი დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე გამართავენ მორიგ სესიას და ლანჩისთვის კვლავ სასტუმროში გაემართებიან. ამის შემდეგ დაისვენებენ და საღამოს 22:45 საათზე (თბილისის დროით), დაუპირისპირდებიან “პლზენს” “კამპ ნოუზე”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=-UkbccaDPKY]
განაცხადი: ვიქტორ ვალდესი, ხოსე მანუელ პინტო, დანიელ ალვესი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, სეიდუ კეიტა, ტიაგო ალკანტარა, სერხიო ბუსკეტსი, ხავიერ მასკერანო, ლიონელ მესი, დავიდ ვილია, პედრო როდრიგესი, მაქსველი, ადრიანო კორეია, ანდრეუ ფონტასი, ჯონათან დოს სანტოსი და სააკ კუენკა.