workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ფეხბურთელებმა კვირის პირველი სავარჯიშო სესია გამართეს

ბარსას ფეხბურთელებმა კვირის პირველი სავარჯიშო სესია გამართეს

2-დღიანი დასვენების შემდეგ “ბარსას” ფეხბურთელები “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიშს დაუბრუნდნენ. “ხეტაფესთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (4-0) “ბარსელონა” “ატლეტიკ ბილბაოს” დაუპირისპირდება.

კვირის პირველ სავარჯიშო სესიაზე პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი იმყოფებოდა. “ბარსა ატლეტიკიდან” მათ შეუერთდნენ ასტრალაგა, კოჩენი, კუბარსი, ექტორ ფორტი, მარკ გიუ, კასადო, მბაკე და პაუ ვიქტორი.

“ატლეტიკთან” თამაში კვირას “სან მამესზე” გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ბასკურმა კლუბმა ცოტა ხნის წინ “ბლაუგრანა” ესპანეთის თასიდან გამოაგდო, მაგრამ ბოლო  პერიოდში “ბარსელონა” ნელ-ნელა ფორმაში შედის: კატალონიელებმა ლა ლიგის ბოლო 5 ტურში 13 ქულა მოიპოვეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 29 თებ 2024, 20:57
    #1

    ნიკო უილიამსაც დისკვალიფიკაცია აქვს, წინა თამაშში წითელი აიკიდა 1 წუთში 2 ყვითელი მიიღო. სულაქველიძესავით მოუვიდა. მსაჯის ყვითელს ტაში დაუკრა და იქვე მეორეც მიიღო. ძველებს ემახსოვრებათ ერევანში ასეთივე ამბავი მოუვიდა თენგიზ სულაქველიძეს, განსხვავება ისაა, რომ თბილისის დინამომ ის თამაში მოიგო ბილბაომ კი წააგო.