“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ინსტიტუციურ საკთხებში, ელენა ფორტი, RAC1-თან ინტერვიუში აცხადებს, თუ როდის დაუბრუნდება კლუბი “კამპ ნოუს”. მისი თქმით,
“კამპ ნოუს” სამშენებლო სამუშაოები განრიგის მიხედვითაა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. “სპოტიფაი კამპ ნოუს” ნოემბერში დავუბრუნდებით.
“ბარსელონას” სურს, თავის სტადიონს კლუბის 125-ე დაბადების დღეზე, 2024 წლის 29 ნოემბერს, დაუბრუნდეს. “კამპ ნოუს” გახსნა ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების საშუალებასაც ქმნის.
აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანას” ზოგიერთი ფეხბურთელი მოედნის შეცვლას მიმდინარე კლუბის წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევდა. “ლუი კომპანისზე”, კატალონიელთა დროებით საშინაო სტადიონზე, “ბარსამ” 3 მატჩი წააგო, მათ შორის “რეალ მადრიდსა” და “ჟირონასთან”.
"ლუი კომპანისზე", კატალონიელთა დროებით საშინაო სტადიონზე, "ბარსამ" 3 მატჩი წააგო, მათ შორის "რეალ მადრიდსა" და "ჟირონასთან".
მათ შორის რეალზე და ჟირონაზე კი არა ვილიარეალზე უნდა დაგეწერათ. რეალმაც და ჟირონამაც როგორც ლიდერების წესია ისე მოიგო.
ეს როცა სტადიონი სავსეა. მაგრამ ამ თამაშით მგონი გაგვიჭირდებოდა გავსება და ეგ პირიქით გიგდებს მუხტს, არა? ასე რომ მგონი შესაბამის სტადიონზე ვთამაშობთ. თან ძალიან ლამაზიცაა
დააბრალეს ახლა სტადიონს მათი უუნატობა… რათქმაუნდა გულშემატკივარი და მოედანი დიდ როლს თამაშობს საბოლოო შედეგზე, თუმცა არა იმხელას, რომ გუნდი ასე სამატცხვინოდ თამაშობდეს ყოველ კვირას.