“ბარსელონას” მესამე ფორმის ფერთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
თავდაპირველად გავრცელებულ სურათებში ფორმა თეთრი იყო, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” აზრი შეიცვალა და ფორმა თეთრის ნაცვლად ნაცრისფერი იქნება. დღეს გავრცელებულ სურათებზე გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ფორმა თეთრი არაა. “ბარსელონას” ოფიციალური საიტი მას მოიხსენიებს, როგორც “ღია ნაცრისფერი”.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მოუხდა კლუბის ვიცე-პრეზიდენტს ინსტიტუციურ საკითხებში, ელენა ფორტს.
მესამე ფორმა ნაცრისფერია და არასდროს ყოფილა ჩაფიქრებული, რომ ის თეთრი ყოფილიყო. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფორმის დიზაინი 2 წლით ადრე ირჩევა და შემდეგ მისი შეცვლა არ ხდება.
Წინ ჯვაროსნები იერუსალიმისკენ!
რა უბედურებაა, კარდინალების უნიფორმას ჰგავს!
კი ნაცრისფერია მაგრამ, ცოტა მუქი მაინც ყოფილიყო რაარი ეს, გაარჩიე ახლა თამაშისას ეს თეთრია თუ ნაცრისფერი, და ვაფშე პსჟს ჰქონდა მგონი ამდაგვარი ფორმა თუ ინტერს აღარ მახსოვს
ყოველშემთხვევაში ერთი შეხედვით ვერავინ იტყვის რო ეს ბარსას ფორმაა და არავისში შეგვეშლებაო. ძალიან ბევრი გუნდის ფორმას მაგონებს.
დალტონიკი თუ არაა ადამიანი როგორ ვერ უნდა მიხვდეს რო ღია ნაცრისფერია
აჰა, რუსეთის დროშის ფერებს რომ არ მიამსგავსონ?
