workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
50-იანთა კლუბი | ლევანდოვსკი ვილიას დაეწია და ანრისკენ მიიწევს

50-იანთა კლუბი | ლევანდოვსკი ვილიას დაეწია და ანრისკენ მიიწევს

Mundo Deportivo აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ლევანდოვსკის “ბარსელონური” კარიერა იმაზე კარგად გამოიყურება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

როგორც ესპანური გამოცემა წერს, პოლონელმა თავდამსხმელმა “გრანადასთან” კატალონიური კლუბის მაისურით თავის 48-ე გოლი გაიტანა, რის შემდეგაც რობერტს 50-იანთა კლუბში შესასვლელად სულ რაღაც 2 ბურთი აკლია.

ლევანდოვსკი თავისი შედეგით ბრაზილიელ რონალდოს ერთი გოლით აღემატება, დავიდ ვილიას უთანაბრდება და ტიერი ანრის მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება.
“ბარსელონა” მომდევნო თამაშს “სელტა ვიგოსთან” შაბათს გამართავს და ლევანდოვსკის შანსი ექნება, რომ 50-იანთა კლუბში შევიდეს.

– წერს Mundo Deportivo.

სხვათა შორის, ამავე წყაროს ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ვილიასა და ანრისაზე ბევრად დამაჯერებლად გამოიყურება. როგორც ვკითხულობთ, ლევანდოვსკის 48 გოლის გასატანად მხოლოდ 78 თამაშის გამართვა დასჭირდა. საგულისხმოა, რომ ამ შედეგის მისაღწევად ვილიამ 120, ანრიმ კი 121 მატჩი ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 თებ 2024, 22:59
    #4

    ლევანდოვსკი თავისი შედეგით ბრაზილიელ რონალდოს ერთი გოლით აღემატება, დავიდ ვილიას უთანაბრდება და ტიერი ანრის მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება.
    რონალდომ ერთი სეზონი ითამაშა და მგონი 50 თამაშში გაიტანა ეგ 48 გოლი. ეს მეორე სეზონია თამაშობს და განსხვავება არ არის ბომბარდირობაში.

  • Rick Sanchez
    schedule 13 თებ 2024, 23:33
    #3

    შემადგენლობაშიც დიდი სხვაობა იყო მაშინ და ახლა.

  • Toka19
    schedule 13 თებ 2024, 18:16
    #2

    სორიი ბათ ვილააა ჩემთვის სულ სხვა ლეველზეა ❤️❤️

  • alwaysculerr
    schedule 13 თებ 2024, 18:16
    #1

    ორი მაგდენი გამაზა ამ ჩემისამ, მარა წინა სეზონში კლასნი იყო ბაზარი არაა