workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იურგენ კლოპის დარწმუნება – ბარსელონას დიდი გამოწვევა

იურგენ კლოპის დარწმუნება – ბარსელონას დიდი გამოწვევა

იურგენ კლოპი ჟოან ლაპორტას ფავორიტი კანდიდატია, მაგრამ “ბარსელონას” მისი დათანხმება მარტივად არ გამოუვა.

გერმანელმა განაცხადა, რომ “ლივერპულის” დატოვების შემდეგ კარიერაში პაუზის აღება და დასვენება სურს. “ბარსასთვის” ხელსაყრელი ფაქტორი, შესაძლოა, ის ფაქტი იყოს, რომ კლოპი ინგლისში აღარ იმუშავებს და თანაც, ბუნდესლიგასა და პრემიერ ლიგაში მოღვაწეობის შემდეგ, იქნებ ძალების ლა ლიგაში მოსინჯვაც მოუნდეს. ასევე, საინტერესოა, რომ იურგენს მალიორკაში ფერმა აქვს.

ინგლისის გამორიცხვის შემდეგ, კლოპის გერმანიაში დაბრუნებაც არასავარაუდოა. მან “დორტმუნდში” საკუთარი თავი უკვე ამოწურა, “ბაიერნს” კი ტომას ტუხელი ჰყავს (მისი გაშვების შემთხვევაში კი ჩაბი ალონსოზე იფიქრებს). პსჟ-ში ლუის ენრიკეს პროექტი გრძელდება. საფრანგეთის მსგავსად, ალოგიკური ჩანს იტალიაში წასვლაც. შესაბამისად, ყველაზე რეალურ ვარიანტად ესპანეთი რჩება.

ლაპორტასა და დეკუს ბევრი მუშაობა მოუწევთ, რომ კლოპი “ბარსელონას” შეთავაზებას დათანხმდეს. ეს მისია რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    schedule 11 თებ 2024, 16:49
    #6

    კლოპს კიარა მაქსიმუმ კონსეისაუს დაითანხმებს დეკუ.

  • KING_BARCA
    schedule 10 თებ 2024, 03:56
    #5

    დეკუ მარტო თავის თანამემამულეს თუ გაუქაჩავს რო მოიყვანოს აქ, ეგეც იმიტო რო დაბალი დონიდან აწევს მაღლა, კლოპს რითი მოიზიდავ? რაფინია ფერნანი თუ საცოდავი მცველებით ან ნახევრდაცვით, ( იმოს ფონზე ხო საერთოდ თუ ფრენკი არაუხო და შტეგენი გაყიდეს) ვინ მოვა აბა დაუკვირდით აქ, ამ სიტუაციაში? ჩემი აზრით ნორმალური არავინ მოვა, ან თუ მოვა მოვა პირობით და მოითხოვს ტრანსფერებს, ვერ მიიღეებს ტრანსფერებს და არც ვალდებულებას აიღებს რამის, ნორმალურ ტრანაფერს კიდე დეკუ ვერ გაუქაჩავს და ვერც ლაპორტა, ამ ბარსელონათი რაც ეხლაა, ასე რო ხავის აკოცონ ერთ ადგილზე დეკუმაც და ლაპორტამაც, არაფერი ჩემი ფეხები არ შეიცვლება თუ ფეხბურთელები არ შეიცვალა….

  • nika 54
    schedule 09 თებ 2024, 21:37
    #4

    "საინტერესოა რომ იურგენს მალიორკაში ფერმა აქვს".
    სეტიენი დაალაპარაკონ ამას, ეგება რამე საერთო აღმოაჩნდეთ და დაიყოლიოს ბარსაში გადმოსვლაზე. ერთი-ორი კარგი მეწველი ძროხაც აჩუქონ და ჩვენია. "ქართულ ჯიგრულ პონტში"

  • me da barca
    schedule 09 თებ 2024, 16:34
    #3

    კლოპი სხვა ტიპია, ადგილისთვის ვენებს არ გადაიჭრის ზოგიერთებივით. აბა კარლოს დაუძახოს რეალმა, სადაც არ უნდა იყოს და რა კონტრაქტიც არ უნდა აკავშირებდეს დაყრის ყველაფერს, ავადმყოფი ოჯახის წევრი, რომ ყავდეს მიატოვებს და გაიქცევა ენა გადმოგდებული და მერე პერესს ფეხებსაც დაუკოცნის, მთავარია ,,ტიტულოვანი რეალი"-ს მწვრთნელი იყოს, ის ხომ პროფესიონალია. ასეთ ხალხს პატივს არ ვცემ. პანჩურით გაგდებულს დაუძახეს, თანაც მას მერე, როცა ირგვლივ არავინ არ დარჩა და ესეც უცებ დათანხმდა, თანაც ევერტონთან კონტრაქტი გაწყვიტა, დაივიწყა ყველა წყენა და მიცუნცულდა, როგორც ორ ფეხზე დამდგარი ენა გადმოგდებული გოშია.

  • MESSI 2017
    schedule 09 თებ 2024, 12:39
    #2

    კი კი დეიონგი არახუო შტეგენი გაუყიდეთ და მოვა აპა რა და სპორტულ დირექტორად დეკუ დაახვერდეთ და გამოიქცევა

  • CHEPE
    schedule 09 თებ 2024, 02:42
    #1

    კიდე ფერმერი აკლია კლუბს:დ:დ მარა ეს დონე ფერმერი მაინცაა ის მთლად სლე ჩინური გვარდიოლა ფერმერი იყო:დ:დ