მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე 2 კვირას გამოტოვებს!

პიკე 2 კვირას გამოტოვებს!

 

გუშინ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ “რასინგთან” შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა ხერარდ პიკე. 24 წლის ფეხბურთელს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა (მან დაზიანება სანაკრებო ბატალიების დროს მიიღო და ამის გამო მოუხდა რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება) და უკვე მატჩის მე–8 წუთზე ბარძაყის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო, რის გამოც მწვრთნელს შეცვლა მოსთხოვა. მის მაგივრად მოედანზე ერიკ აბიდალი გამოჩნდა.

 

თამაშის დასრულებისთანავე, კატალონიელმა ექიმებმა ჯერარდს გამოკვლევა ჩაუტარეს, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ მას ზუსტად 15 დღის გამოტოვება მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელი მცველი ვერ დაეხმარება თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩში, “პლზენის” წინააღმდეგ და პრიმერა დივიზიონის შეხვედრაში, “სევილიას” წინააღმდეგ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში