Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავიმ და მისმა შტაბმა ლამინ იამალისთვის ფიზიკური, სპორტული და ფსიქოლოგიური გეგმა დასახეს, რადგან ის ჯერ კიდევ ბავშვია და სწორად უნდა განვითარდეს.
ასაკის მიუხედავად, იამალი ვეტერანი ფეხბურთელივით თამაშობს. პირველ თვეებში არსებული ეჭვების შემდეგ, თანაგუნდელები მოედანზე მას უკვე ეძებენ, მეტოქეები კი დიდი ყურადღებით ეთამაშებიან. 16 წლის შემტევი პრესინგსაც კარგად ახორციელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ლამინმა “სან მამესზე” გაიტანა, გასახდელ ოთახში გამოუყენებელი საგოლე შანსების გამო ტიროდა. ასეთი შემთხვევები ახალგაზრდა მოთამაშეს აძლიერებს, რაც უკვე ჩანს, რადგან მისი პერფორმანსი ნამდვილად შთამბეჭდავია.

სპეციალური პროგრამა არა სლე, ვინ დაწერა ინდოელმა ფიზიომ? ლაპორტას გათხარეთ უკან ეგ პროგრამა. ზუსტად იგივე შინაარსის სტატია ფატიზე გავიზე და პედრიზე მაქვს წაკითხული და კი მოეტნა პატრონი სამივეს. ამიტო იმედია ტყუილია
ჩავიმ და მისმა შტაბმა ლამინ იამალისთვის ფიზიკური, სპორტული და ფსიქოლოგიური გეგმა დასახეს
კაი დროსია, ეგ 2 წლის წინ უნდა დაეწყოთ, ახლა გუნდის მთავარი შემტევი რო გახდა, უნდათ თავიანთი "ფსიქოლოგიური" გეგმის გამარჯვების შედეგად შემოგვასაღონ ახალგაზრდის თვითგანვითარება, თანაც ძალიან ჭკვიანური და პრაქტიკული. უბრალოდ ნუ ათამაშებენ სრულად 90 წუთს და მითუმეტეს 120 წუთს, ბავშვია მაინც.
დაბრუნდა რაფინია და დაასვენებს ჩავი წესით.
სუსტ გუნდებთან რაფინია იყოს ძირითადში, ასევე მონსტრებთან და ნაჯახებთან იამალს არ ვისურვებდი, დანაჩენში ლამინი. დასვენებაც იქნება, თამაშიც გამოუვა არც გადაიწვება. მაგრამ 60 წთ მერე უნდა შეიცვალოს სადაც ძირითადში დაიწყებს თამაშს
არაფერი სპეც გეგმა და განრიგი არ უნდა, არ უნდა გადაწვან მთავარია, მაგ მაგალითზევე გამოიტანონ დასკვნები 16 წლის ბავშვს შეტევის ლიდერობა რომ ევალება ბილბაოსთან თასზე. რეალის რაც მომწონს არის რომ არ აყენებენ ძირითადის ფეხბურთელებად ბავშვებს, 20 წელს ქვემოთ მაგათ რიგებში ძირითადის ფეხბურთელად ვინმე ყოფილიყოს თითზე ჩამოსათვლელად თუ გავიხსენებთ ალბათ. კი ძალიან ლამაზად თამაშობს, ძალიან გვსიამოვნებს ასეთი მოთამაშის ყურება, მაგრამ ძალიან ბევრი საფრთხეა გასათვალისწინებელი, მარტო ტრავმები არაა, რო რამე იყოს და ძლიერ დაცვასთან მოუწიოს თამაში და გააჩერონ ეგრევე თავის თავში დაეჭვდება, რომ გაიგდებს ბურთს და უკნიდან ჩაარტყამენ მიხვდება რო არაა სახუმარო ამბავი და უნდა ერიდოს ეგეთებს, მაგის გამო გამბედაობაც დააკლდება, ვერ გამოყენებულ მომენტებს და შეცდომებს რომ ორკერ უფრო განიცდის ასეთ ასაკში ეგეც ფაქტია. კი რაფინია არის დოყლაპია და იმის ყურებას ეს ბავშვი გვირჩევნია, უბრალოდ ფატის დროსაც ეგრე იყო, ფატი გვერჩივნა დემბელეს, მერე როგორც დამთავრდა გახსოვთ ყველას, ფატის ყურება აღარ გვინდოდა და ჯანდაბას დემბელემ ირბინოსო ვამბობდით. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ ბიჭის კარგი თამაში სასიამოვნოა, თუმცა სკამიდან რომ ერთვებოდეს თამაშებში და მთელი ფანტაზია გამოიყენოს თავის დასამკვიდრებლად, ამასთამ ერთად უფრო დაცულიც იქნება და ეგ უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვის.
არადა ბილბაოს 4:2 აქეთ მოვუგებდით თან ძირითადშივე