“ალავესთან” მატჩის შემდეგ ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ლა ლიგა მიკერძოებულია და მსაჯებს მოუწოდა, რომ ფეხბურთელებს მოედანზე ბრძოლის საშუალება მისცენ.
Carrusel Deportivo-ს ინფორმაციით, კრიტიკული განცხადების მიუხედავად, ლა ლიგის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ “ბარსელონას” მწვრთნელი არ დასაჯოს, რადგან ის კონკრეტულად რომელიმე არბიტრზე არ საუბრობდა.
ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ჩავიმ ლა ლიგა გააკრიტიკა. აგვისტოში ერნანდესმა ხავიერ ტებასის მმართველობაზე აღშფოთება ვერ დამალა.
“ვილიარეალთან” მატჩის მიმდინარეობისას, როცა “ბარსას” პენალტი გაუუქმეს, ჩავიმ კამერას რამდენჯერმე “სირცხვილია” მიაძახა.
გარდა ამისა, “ალავესთან” მატჩში ვიტორ როკეს წითელმა ბარათმა მწვრთნელის გაბრაზება გამოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ის მსაჯთა ოთახთანაც მივიდა, მაგრამ ხუან მარტინეს მუნუერამ კარი ცხვირწინ მიუხურა.

ანუ თავზე დაგა-ჯ-თო და ხმა არ ამოიღოო? მადლობაც ხო არ უნდათ გადაუხადოს იქით. მაგათ ჯობია როკეს მოგონილი მეორე ყვითელი გაუუქმონ. ისე რო დააკვირდეს კაცი იქით მეგონა ჯარიმა.
არც ჰქონდათ უფლება მგონი.
რომც დაეკონკრეტებინა რატო უნდა ასანქცირებდნენ ეგეთ რამეზე მწვრთნელს საერთოდ? აგინებს? თუ წყევლის? სულ რო წმინდანები იყვენენ მსაჯებიც და ფედერაციაც, ყველა მწვრთნელს აქვს პრეტენზია ყველა თამაშში, იმიტორო ნებისმიერ მომენტს სათავისოდ ხედავს ყველა, მითუმეტეს როცა აშკარა შეცდომას აქვს ადგილი და კიდე არ აღიარებენ და მსაჯს არ ეუბნებიან არაფერს.
სიტყვის თავისუფლება არ იციან ამათმა? ფაშისტი ცოლ-შვილი მოვხან ამათი. ფრანკოს გადმონაშთები არიან ტიპები.