Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ანსუ ფატის ფასი დაადო – კატალონიური კლუბი მზადაა, ახალგაზრდა შემტევი €30 მილიონად გაყიდოს.
ფატი ამჟამად იჯარით “ბრაიტონში” ასპარეზობს. ტრავმის გამო მას 3 თვე გაუცდა და მოედანს 2 დღის წინ დაუბრუნდა. ამ დრომდე, 18 მატჩში მის ანსუს ანგარიშზე 4 გოლია.
წყაროს ცნობით, ანსუმანეს “ბარსაში” დაბრუნება და კვლავ 10-ნომრიანი მაისურის მორგება სურს, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ფეხბურთელი მომდევნო 4 თვეში როგორ პერფორმანსს აჩვენებს.
“ბარსელონამ” ფატის გაშვება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის ჩავის გეგმებში არ შედიოდა. თუ კლუბი ახალ გარემარბს შეიძენს ან ჟოაუ ფელიშს გამოისყიდის, შესაძლოა, ანსუ გუნდს კვლავ არ დასჭირდეს.

აკადემიის ჩაფლავებულ ფეხბურთელში 30 მილიონი კარგი თანხაა
კარგია ეგ ფული (30) თუ ამოვქაჩეთ ამის გაყიდვით
ტრამვის მერე ბაზარი არაა მაგრამ ტრამვამდე რა ხოდზეც იყო ეტყობოდა გოლი გოლზე გაჰქონდა ან ამწვავებდა მაგრად თამაშს მესისთან ერთად
ლივერპულს უნდაო ეს და რაფინია.
რო ვამბობდი ფატიზე რაღაცეებს გამიგიჟდით აქ ვიღაცეები, ამას 10 ნომერი რანაირად მიეცით ვაბშე
არადა 100 მილიონადაც არ უნდოდათ გაყიდვა, სანამ დაიმტვრეოდა.
ჩაქრა ამის ვარსკვლავი უკვე, 30 მილიონიც ბევრია ჩემია ზრით და არამგონი დიდად რიგი დადგეს ამის მყიდველების😕