პრეზიდენტი აქტუალურ თემებზე | ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია

პრეზიდენტი აქტუალურ თემებზე | ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია

ჟოან ლაპორტა ამ წუთებში ესპანურ მედიასთან პრესკონფერენციას მართავს და “ბარსელონასთვის” აქტუალურ თემებს განიხილავს.

“ბარსელონასთვის” ბევრს ვმუშაობ და საკმაოდ დაკავებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა, წინ “ალავესის” თამაშია და მათთან მოგებით ლა ლიგაში სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია.
ჩავიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ მაშინ მითხრა, როდესაც “ვილიარეალის” თამაშის შემდეგ გასახდელში შემხვდა, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზი გახლდათ, რადგან ამის გაკეთება არ დაგვიგეგმავს. მე მას გულახდილად მოვუსმინე, რადგან ჩავი ღირსეული პიროვნებაა და კლუბი ძალიან უყვარს. მან მოგვიანებით თქვა, რომ “ბარსელონას” დატოვება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რაც გასახდელში საუბრისას მის თვალებში ამოვიკითხე. მას ვუთხარი, რომ საუკეთესოსთვის ბრძოლა ერთად შეგვეძლო, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მკაცრად ჰქონდა მიღებული. 
ჩავის შემცვლელის მოყვანას დეკუ წყვეტს. მე ახლა ჩავიზე ვარ ორიენტირებული და მსურს, რომ მასთან ერთად სეზონის დარჩენილი ნაწილი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ.
ვფიქრობ, რომ “ბარსელონას” საკმაოდ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია (გულისხმობს დე იონგს, გიუნდოგანს, ლევანდოვსკის და სხვებს). მიუხედავად ამისა, არსებობს სიტუაციები, რომელთა წინასწარ გათვალისწინებაც ძალიან რთულია. ამდენი ტრავმა კლუბს წარმატებისკენ სვლაში ხელს უშლის. ჩვენ ძალიან ბევრი საკვანძო ფეხბურთელი დავკარგეთ და ამან პირვანდელი გეგმები აგვირია.
რაფა მარკესის კანდიდატურა ახალი მწვრთნელის თაობაზე გამორიცხული არ არის, რადგან ის ახალგაზრდებთან, სახლში მუშაობს, რაც მის აქტივში ეწერება.
როდესაც კლუბში მოვედით, ძალიან დიდი ვალი და დავალიანება დაგვახვედრეს. ჩვენი მუშაობით 1,850 მილიონი 652-მდე ჩამოვიყვანეთ. ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი ტენდენციები გვიჭირავს და ასეც უნდა გავაგრძელოთ.
ნეგრეირას საქმე ხარბი მედიისთვისაა განკუთვნილი. მსაჯების მოსყიდვის ბრალდება ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა, მე კი სამართლიანობის მხარეს ვარ.
ბერგვალი ჩვენთან მოვიდა, მას წინადადება შევთავაზეთ და ახლა მის პასუხს ველით, თუმცა თუ ეკონომიკურ დონეზე შევაფასებთ, “ტოტენჰემი” ფეხბურთელს უკეთეს პირობებს სთავაზობს.
გვარდიოლა და მესი? – პეპს კონტრაქტი აქვს კლუბთან, რომელსაც ის პატივს სცემს. ზუსტად ვიცი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ცხოვრებისადმი. რაც შეეხება ლიონელ მესის, მის დაბრუნებას ნებისმიერ დროს მივესალმებით.
მიმაჩნია, რომ მესის პირველი საკონტრაქტო ხელსახოცი კლუბის მუზეუმში უნდა ინახებოდეს, თუმცა “ბარსელონა” აუქციონში მონაწილეობას არ აპირებს.

– ამბობს ჟოან ლაპორტა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (19)

  • KING_BARCA
    03 თებ 2024, 04:38

    ოღონდ აქ რამე დალაგდეს და თამაში თამაშს დაემსგავსოს და გუნდი გუნდს, რაცგინდათ გიქნიათ…. ძალიან კი მეეჭვება ეს ახლო მომავალში მოხდეს მაგრამ ვნახოთ….

  • nikusha
    03 თებ 2024, 00:18

    წასვლა: ფერანი, ფატი, პენია, ლენგლე, დესტი, ალონსო, რომეუ, ერიკ გარსია.

    მოსვლა: კიმიხი, ჟოაოების გამოსყიდვა, სანე, + ხ.არაუხოს და ტორეს დაბრუნება, და დე ხეა (უფასოდ მეორე მეკარე) და ალეიშ გარსია

    შემადგენლობა:

    ტერ შტეგენი
    კანსელუ-არაუხო-კუნდე-ბალდე
    კიმიხი-დე იონგი
    სანე-პედრი-ფელიქსი
    როკე

    დე ხეა
    ხ.არაუხო-კრისტესტენი-მარტინესი-ფორტი
    რობერტო-გარსია
    რაფინია-გავი-ტორე
    ლევანდოვსკი

  • ოთიკო
    02 თებ 2024, 21:39

    ეს დეკუ რა ჩემ ბენზემად უნდოდათ

  • MESSI 2017
    02 თებ 2024, 20:13

    ციტატა: rivaldo80
    ლაპორტაზე მაგარი კულე და შემსრულებელი ცოტაა.ტიპმა პოსლეზე მოიყვანა ფეხბურთელები.სასაცილოდ არ გყოფნიდათ რა ლევანააო წერდით მოიყვანა.კუნდეს ვერ იყიდის იყიდა!😂 გუნდოგანს რა უნდა აწყობილ გუნდშიაო მოიყვანა.ბოლოს კანსელო ფელიქსი ზღაპარია ჭორია იძახდით მოიყვანა😂😂 რას თხოვთ ბიჭო ცოტა რეალობას ხართ აცდენილი აქ ხალხი ან უბრალოდ გევასებათ რომ ასხამთ ვიღაცას 😂😂😂 ან ამ დეკოს რა შეუკიკინეთ რისი თავიც აქვს კლუბს იმას აკეთებს.ალემანი თავისი ნებით წავიდა თქვა კაცმა არა მაინც ლაპორტას ერჩით რეალის ქომაგები ხართ?😂😂 გუნდის ვალებს გადახედეთ და სახელფასო ჭერს და მიხვდებით ყველაფერს იმედია.


    ეგ ტრანსფერები ალემანის უფრო იყო წავიდა ალემანი და ვხედავთ ახლა რა ხდება

  • Professor
    02 თებ 2024, 19:55

    მოგესალმებით ბარსელონას ქართველო გულშემატკივრებო – ახალგაზრდებო და "ჩემსავით ბებრებო",მწერლად როგორ უნდა შედგე ან რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი რომ მიანიჭოს ბარსამანიის ადმინისტრაციამ მწერლის საიტი? ვინც ზუსტად იცის,მან მომწეროს.

  • rivaldo80
    02 თებ 2024, 19:42

    ლაპორტაზე მაგარი კულე და შემსრულებელი ცოტაა.ტიპმა პოსლეზე მოიყვანა ფეხბურთელები.სასაცილოდ არ გყოფნიდათ რა ლევანააო წერდით მოიყვანა.კუნდეს ვერ იყიდის იყიდა!😂 გუნდოგანს რა უნდა აწყობილ გუნდშიაო მოიყვანა.ბოლოს კანსელო ფელიქსი ზღაპარია ჭორია იძახდით მოიყვანა😂😂 რას თხოვთ ბიჭო ცოტა რეალობას ხართ აცდენილი აქ ხალხი ან უბრალოდ გევასებათ რომ ასხამთ ვიღაცას 😂😂😂 ან ამ დეკოს რა შეუკიკინეთ რისი თავიც აქვს კლუბს იმას აკეთებს.ალემანი თავისი ნებით წავიდა თქვა კაცმა არა მაინც ლაპორტას ერჩით რეალის ქომაგები ხართ?😂😂 გუნდის ვალებს გადახედეთ და სახელფასო ჭერს და მიხვდებით ყველაფერს იმედია.

  • datio
    02 თებ 2024, 18:30

    Flying Dutchman,
    ტატა მარტინოს აპრილ-მაისში პიკე და ვალდესი დაემტვრა და პუიოლიც არ ჰყავდა, თორემ სამივე ტიტულზე ბოლომდე იბრძოდა გუნდი.
    სეტიენი ბართომეუს უპასუხისმგებლობის შედეგია. ლივერპულთან თამაშის მერე უნდა გაეშვა ვალვერდე და ამან შუა სეზონში გაუშვა, როცა გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლობდა

  • iniesta73
    02 თებ 2024, 17:10

    ალემანისბგაშვება იყო ყველაზე დიდი შეცდომა დეკუა იმედზე ჩემი მტერი იყოს, ეხლა ნახეთ გუნდის დაქცევა /

  • NEYBarca
    02 თებ 2024, 16:10

    იმედია ზაფხულში გაიყიდება კუნდე და კრისტენსენი, რაშიც წესით 90-100 მილიონი უნდა ავიღოთ. ლაპორტამ რორც დავგეგმეთ ბიუჯეტი, ანუ ლიგის 1/4 ფინალში გავედით შეიძლება 1:1-ზე დავბრუნდეთო. მაგ შემთხცეცაში უნდა მოიყვანონ პალინია და ნიკო ვილიამსი. ამოწიონ ფაიე, კუბარსი, ფორტი, დარვიხი, დანი როდრიგესი. ფელიშს მე პირადად ნიკო ვილიამსი მირჩევნია და იმედია ბორდშიც ეგრე ფიქრობენ. ლევანდოვსკის თუ გაუშვებენ, ფორვარდიც იქნება მოსაყვანი. მოკლედ მომავალ წელსაც გარდამავალი ზესონს უნდა ველოდოთ სამწუხაროდ.

  • JustBarcaLover
    02 თებ 2024, 15:50

    დაიკიდონ გუნდის გაძლიერება რამოდენიმე წელი გავიჭირვოთ და არ გავაკეთოთ ეს ტრანსფერები ( ნუ ეხლა მთლად 5 და 10 მილიონად მოიყვანონ ხალხი ოღონდ წესიერი)
    ამოვწიოთ ლა მასილელები და უფრო მალე გადავფარავთ ვალს და ამოისუნთქებს გუნდი ფინანსურად

  • La Pulga10
    02 თებ 2024, 15:44

    დეკუ მოძებნის კი ბარზილიელ *ლე მწვრთნელს ვინმეს

  • Flying Dutchman
    02 თებ 2024, 15:36

    მორიგი ტატა მარტინო და კიკე სეტიენის დონის მწვრთნელის მოყვანა ამ გუნდს საბოლოო წერტილს დაუსვამს

  • Jorkaeff
    02 თებ 2024, 15:27

    არტეტამ თქვა რო ჭორიაო არსენალს არ დავტოვებო. გვარდიმ დე ძერბი დაკერეთო. ეს დეკუ ფლიკს ეჩალიჩება.
    ისე ლაპორტ, ამდენს ჩალიჩობ და ბარემ ერთი კარგი ვინმე დეკუს მაგიერ მოიყვანე ვინმე. დაგღუპავს ზუსტად მაგ დეკუ შენ.

  • CHEPE
    02 თებ 2024, 15:25

    კაროჩე რეალურად რომ შეხედო ადამიანმა ბართომეუს დატოვებული ქაქის წმენდა უფრო უნდა ამ კაცს ვიდრე ამეტაპზე გაძლიერება ანუ პირველი რაც დაიზრახა ესიყო ვალებიდან ამოსვლა…
    მართლა მილიარდზე მეტი ვალი იყო თუ ბოლომდე ამოვა ვალებიდან ბარსა ისევ იმდენი ექნება რაც ბართოს დროს ანიავეს უაზროდ დემბელეებში და კუტუნიოებში… აფსუს მაშინ რომ ყოლოდა ლაპორტა როცა ბევრი ფული იყო და ლუჩოც არსად წავიდოდა არც ნეიმარი გაიქცეოდა და შემადგენლობასაც გააძლიერება საკმაოდ აი დემბელეს მაგივრად მბაპეს მოიყვანდა მაშინ მართლა შეგვეძლო მოყვანა მიუხედავად რეალის ფანობისა პროსტა ამ ლენჩებმა დემბელე მოათრიეს მერე ჰოლანდსაც იყიდიდნენ ზალსბურგიდანვე და მოკლედ ფული რომ იყო უაზროდ გაანიავეს სადღაც 800 მილიონი დაახლოებით

  • C.PC5
    02 თებ 2024, 15:06

    ციტატა: Magician
    თუ ეს კაცი მართალს ამბობს, გამოდის, რომ კლუბი უფსკრულში გადაჩეხვას გადაარჩინა. თითქმის 2-მილიარდიანი ვალი 700 მილიონზე ჩამოიყვანა. არ არის პატარა საქმე და მისასალმებელი ამბავია.


    ვალებთან დაკავშირებით დიდი ხანია ჭორ-მედიაშიც კი არაფერი უხსენებიათ, დიდად დასაეჭვებელიც არაა ჩემი აზრით, ვალების დაძლევის გარეშე წარმოუდგენელი იქნება რამე სხვაზე ფიქრი და მაგას აკეთებს პირველ რიგში, მითუმეტეს როცა ჩუმადაა მაშინ აკეთებს ყველაზე კარგად ეს კაცი საქმეს. რამდნი ახალი სპონსორი მოიზიდა, სამწუხაროდ რაღაც უფლებების გასხვისებაც მოუწია, მაგრამ კაპიკის კაპიკზე დადებით კი გაანახევრა ეგ ვალი.

    მესის პირველი კონტრაქტი ბარსას მუზეუმში უნდა ინახებოდეს მაგრამ აუქციონზე არ გავალთო smiley თასებიც გინდათ მაგრამ ფეხბურთელებს არ უნდათ თამაში, კაი ლოგიკაა ეგ. მესის პირველი კონტრაქტი ვიღაცის საკუთრებაში არ უნდა იყოს! მაქსიმუმ თვითონ მესიმ მოითხოვოს და წაიღოს სახლში სენტიმენტების გამო, სხვა უნდა იყოს გამორიცხული და უნდა ცდილობდეთ მოიპოვოთ თუნდაც აუქციონის გზით.

  • nika 54
    02 თებ 2024, 15:04

    ჩავის შემცვლელის მოყვანას დეკუ წყვეტს.
    ალბათ ვინმე თავის აგენტს მოიყვანს.

  • ♠️Spookyfy♠️
    02 თებ 2024, 14:53

    ციტატა: Magician
    თუ ეს კაცი მართალს ამბობს, გამოდის, რომ კლუბი უფსკრულში გადაჩეხვას გადაარჩინა. თითქმის 2-მილიარდიანი ვალი 700 მილიონზე ჩამოიყვანა. არ არის პატარა საქმე და მისასალმებელი ამბავია.


    Albat shecdomaa da 850 unda eweros aba ravi dawerdnen miliand 850 milions. Da tu araa shecdoma da martla ase moxda,gind gayidvebit eqna gind ase martla sagol.aba or miliards haeridan xoar gaachenda…

  • cruyff9
    02 თებ 2024, 14:36

    აი დეკუ რო წყვეტს მწვრთნელის მოსვლას უკვე წარმომიდგენია ვის მოიყვანს🤡

  • Magician
    02 თებ 2024, 14:18

    თუ ეს კაცი მართალს ამბობს, გამოდის, რომ კლუბი უფსკრულში გადაჩეხვას გადაარჩინა. თითქმის 2-მილიარდიანი ვალი 700 მილიონზე ჩამოიყვანა. არ არის პატარა საქმე და მისასალმებელი ამბავია.