ბეტისი 2-4 ბარსელონა | მიმოხილვა

ბეტისი 2-4 ბარსელონა | მიმოხილვა

“ბარსელონამ” ლა ლიგის 21-ე ტურში “ბენიტო ვილიამარინზე” “ბეტისი” 4-2 დაამარცხა. 

ანგარიში 21-ე წუთზე ფერან ტორესმა გახსნა და პირველი ნახევარი სწორედ ასე დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე ფერანმა დუბლი შეასრულა და “ბარსა” წინ ორი ბურთით გაიყვანა.

ამის შემდეგ ჩავის გუნდი მოდუნდა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და სამწუთიან მონაკვეთში წონასწორობა აღადგინა – 56-ე და 59-ე წუთებზე ისკო ალარკონმა “ბლაუგრანას” 2 გოლი გაუტანა. 

მიუხედავად ამისა, “ბარსელონამ” მაინც მოიგო. 90-ე წუთზე, შესანიშნავი კომბინაციისა და ფერანის ასისტის შემდეგ, ჟოაუ ფელიშმა ტრიველათი გაიტანა, ამ გოლიდან 2 წუთში კი ფერან ტორესმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 4-2 დააფიქსირა.

ამჟამად, კატალონიური კლუბი 44 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მის წინ 49 ქულით “ჟირონა” და 51 ქულით “რეალ მადრიდი” არიან.

“ბარსელონას” მომდევნო მატჩი 25 იანვარს, კოპა დელ რეიზე, “ბილბაოს” წინააღმდეგ უწევს. ლა ლიგაში კი გუნდი შემდეგ შეხვედრას 27 იანვარს, “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართავს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • nika 54
    22 იან 2024, 21:50

    საინტერესოა, ისკო ყველა თამაშში საუკეთესო ხდება( გამონაკლისი ბეტისის 0-5 წაგება იყო) გუშინაც საუკეთესოდ დაასახელეს და რა დამსახურებისთვის? რაფინიამ ჰეთტრიკი შეასრულა, საგოლე გააკეთა და გუნდს მოაგებინა მერი რა უნდა ექნა? ეტყობა გადასულები არიან ჭკუიდან ეგენი ისკოზე.

  • Jorkaeff
    22 იან 2024, 04:51

    ამ თამაშმა ბევრი კარგი გვანახა, აი ძაან ბევრი კარგი! ერთობა, სიძლიერე, გამბედაობა, რავი ყველაფერში გრანდს ვგავდით. ფელიშიც მოხოდოს ხავიმ და ასეთი ხასიათი შეინარჩუნონ და ჩემდა თავად ვინც ხავის წასვლაზე ხმა ამოიღოს აწი😁

  • akaki
    22 იან 2024, 00:40

    Rick Sanchez, იამალი რაფინიას ჯობია ყველანაირად.

  • Barca1980
    22 იან 2024, 00:29

    C.PC5, შეუძლებელი ნამდვილად არ არის , უბრალოდ საოცარ სტაბილურობასა და შედეგიანობას უნდა მიაღწიოს გუნდმა , ორგანიზების ხარისხი , ხასიათი , დღეს დე იონგმა ითამაშა ძალიან მაგრა , ცოტა აგრესიულად ვიდრე თამაშობს ხოლმე , ხასიათიც ეტყობოდა . აი ასეთი ბრძოლაა საჭირო ყოველ შეხვედრაში , ყოველ სანტიმეტრზე და მეტოქეც ვეღარ გამოვა ისე თამამად როგორც აქამდე რომ ბაქიბუქობენ და იმუქრებიან . მაგას ვითხოვთ სწორედ ჩავისგან , რომ გვეტყობოდეს რომ გრანდი ვართ და არა მანჩესტერივით ნაგრანდალი . იმედია თვითონაც გამოიტანს დასკვნებს და სეზონის ნახევარს გამოიყენებ იმისათვის , რომ თავაწეულმა ჩაამთავროს სეზონი და მერე გამოჩნდება ნდობის მანდატი გაიცემა ისევ თუ დავემშვიდობებით .

  • Rick Sanchez
    22 იან 2024, 00:19

    ფელიში ძირითადს იმსახურებს, იამალიც და უკვე ტორესიც, რა გინდა რო ქნა?

  • Barca
    21 იან 2024, 23:57

    ფელიქსის გოლი ხელოვმების ნიმუში იყო ნამდვილად, ფერანის ჰეთრიკიც რაღაც ძალიან მაგარი რამდენი ხანია ბარსაში ჰეთრიკი არავის შეუსრულებია, იამალი სასწაული ბავშვია და იმედია ასე გააგრძელებს როკეს რაც შეეხელა მეტი დრო უნდა რო ადაპტაციის პერიოდი გაიაროს ბრაზილიიდან ესპანეთში რო გადმოდიხარ არაა მარტივი, ჩავი გასაშვებია მაინც და კლოპი უმდა მოვიდეს ან სკალონი

  • C.PC5
    21 იან 2024, 23:53

    მენტალურადაც კარგი იყო ეს მოგება და ცხრილშიც დაგვეხმარება, ბილბაო ნაღდად ჩამოვიტოვეთ და ჟირონასთანაც ხუთ ქულამდე შემცირდა სხვაობა, არც ეგენი და არც რეალი არაა უშეცდომო, ამ ტურით დაიწყო მეორე წრე, მთავარია ხასიათი დაიჭირონ და ჩავიმაც მოიკრიბოს ძალები, ლალიგისთვის ბრძოლა შეიძლება.

  • NEYBarca
    21 იან 2024, 23:48

    კარგია რო მიაწყვეს მოგებები თორე შუა სეზონიდან გუნდის ლეგენდის გაგდება ნაღდად არასასიამოვნო იქნებოდა.