workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯენარო გატუზო: ბარსასთან თამაშის შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა

ჯენარო გატუზო: ბარსასთან თამაშის შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად “მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ბარსელონასთან” დაპირისპირება გაიხსენა.

როცა 27-28 წლის ვიყავი, ჩვენ ჩავის, ინიესტას, რონალდინიოსა და მესის “ბარსასთან” ვითამაშეთ. ამის შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა.

ჩვენ 95 წუთი დავრბოდით, მათ წინააღმდეგ ყოველ თამაშში მარათონს გავდიოდი და ბურთს 3 ან 4-ჯერ ვეხებოდი. ვერ ვხვდებოდით, თუ რა გვემართებოდა. როცა ხაზის მიღმა, 7 ან 8 მოთამაშე ბურთს ელოდებოდა, საკუთარ თავებს ვეკითხებოდით, რატომ? და ის ვერასდროს დავიბრუნეთ.

 – თქვა გატუზომ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Neymar
    schedule 14 იან 2024, 00:12
    #8

    me da barca, არ ვიცი სიმართლეა თუ არა მარა ინტერნეტში მოვისმინე ერთხელ გვარდიოლა მოურინიოს გამო წავიდაო და ცალკე თან ფეხბურთელებში ძალიან დიდ შუღლს თესავდაო ის

  • me da barca
    schedule 13 იან 2024, 22:46
    #7

    იმ ბარსას მოურინიომ ვერაფერი, რომ ვერ მოუხერხა ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო, არაკაცი რამოსი და კაციჭამია პეპეს მეთაურობით. მაურინიოს დროს, რომ თამაშობდა რეალი, ისეთი ბინძური ფეხბურთი მე არ მახსოვს, არც მანამდე და არც მას მერე, განსაკუთრებით კლასიკოზე.

  • Hooded Islander
    schedule 13 იან 2024, 20:41
    #6

    რაიკაარდის დრო იყო ეგ, თუმცა მაგ ფორმაციის “ბარსაც” დამანგრეველი იყო

  • Tomasa
    schedule 13 იან 2024, 17:51
    #5

    კრუიფის დაწყებული საქმე გვარდიოლამ იდიალურად გააგრძელა. ის ბარსა მაინც ისტორიაში საუკეთესო იყო. ყველას ეშინოდა ისეთ დომინანტურ ფერბურთს თამაშობდნენ. გვარდიოლამდეც ძაან ძლიერი იყო გუნდი თუმცა. ის ახალი იდეებით მოსული კაცი ხო საერთოდ ვერავინ შეაჩერა.პეპის წასვლამ კი ნათელი გახადა რო დიდი დრო არ დასჭირდებოა ამ გუნდის დანგრევას. სამწუხაროდ დროული რიაგირება რო არ მოახდინეს გუნდის განვითარებაზე მაგიტომაც არის ბარსა ეხლა სადაც არის. 😀 რათქმაუნდა დასასრული არ არის ეს და ისტორია ყოველთვის მეორდება. როგორც ფეხბურყის გულშემატკივარი მოხარული ვარ რო გვარდიოლას ბარსას თამაშს მოვესწარი, თავის იდიალური შემადგენლობით.ყველა ლეგენდად რო წავიდა გუნდიდან უკვე ყველაფერი ნათქვამია.

  • cruyff9
    schedule 13 იან 2024, 15:08
    #4

    ციტატა: nika 54
    უკვე რამდენმა აღიარა, რო ის ბარსა მართლაც საოცრება იყო. ბეკჰემის გამონათქვამი გამახსენდა: "მესის შეჩერება ვცადე და სანამ მივუახლოვდი უკვე ჩემ ზურგსუკან იყო და ჩვენ კარებს უახლოვდებოდაო, მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ დროა ფეხბურთს შევეშვაო".


    რეალზე ტვინს რო ხნავენ მაგრები არიანო)))ის იღბლით მოგებული თასებიი ყველას მიავიწყდა))))ძლიერი იყოვოო))))ძლიერი მაშინ ხარ როცა თამაშში 2 ზე მეტს ვერ დაგირტყავს მოწინააღმდეგე,,,10 ს რო დაგირტყავს და ყველა მომენტში გადარჩები ძლიერი კიარა იღბლის ბუკეტი ხარ🤦🏻‍♂️

  • nika 54
    schedule 13 იან 2024, 14:33
    #3

    უკვე რამდენმა აღიარა, რო ის ბარსა მართლაც საოცრება იყო. ბეკჰემის გამონათქვამი გამახსენდა: "მესის შეჩერება ვცადე და სანამ მივუახლოვდი უკვე ჩემ ზურგსუკან იყო და ჩვენ კარებს უახლოვდებოდაო, მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ დროა ფეხბურთს შევეშვაო".

  • cruyff9
    schedule 13 იან 2024, 14:14
    #2

    😅😅😅😅არარაობად იგრძნო თავი ბულდოგმა))))

  • JustBarcaLover
    schedule 13 იან 2024, 13:36
    #1

    ეჰ რა გუნდი იყო ბარსელონა… ბურთს ვერ უჭერდნენ…