“ლას პალმასთან” მატჩის მე-11 წუთზე ჟოაუ კანსელუმ მოედანი იძულებით დატოვა.
“ბარსელონას” პორტუგალიელმა მცველმა და კანარელთა არგენტინელმა ნახევარმცველმა, მაქსიმო პერონემ ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთს ფეხი ძალიან ძლიერად, ერთდროულად დაარტყეს, რა დროსაც “ბარსას” მარჯვენა მცველმა ტრავმა მიიღო.
ჟოაუ ექიმების დახმარების შემდეგ მინდორზე დაბრუნდა, თუმცა თამაშის გაგრძელება მაინც ვერ შეძლო და მოედნიდან მალევე გავიდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კანსელუს მარცხენა ფეხზე დაჭიმულობა აღენიშნება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის მომავალ კვირაში საუდის არაბეთში გასამართ სუპერ თასის მატჩ(ებ)ს გამოტოვებს.
ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევები ხვალ ჩაუტარდება.
“ბარსელონა” 11 იანვარს ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში “ოსასუნას” შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ფინალში “რეალ მადრიდსა” და “ატლეტიკოს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.




ნახევარფინალში მაგრა გაგვიმართლა.
ჟოაუ ექიმების დახმარების შემდეგ მინდორზე დაბრუნდა, თუმცა თამაშის გაგრძელება მაინც ვერ შეძლო და მოედნიდან მალევე გავიდა.
ეგრე გავიც დაბრუნდა "ექიმების დახმარებით" მაგრამ რათ გინდა. არც ექიმები გვყავს და ეს ფეხბურთელებიც ქათმებივით არიან, ერთი მიკარება და თვეობით სამკურნალოდ მიდიან.
თუ კანსელუ არ იქნება გამოდის, რომ ეს ტიტულიც დავთმეთ. უდიდესი ძალაა ეს კაცი ბარსასთვის, რაც გუშინაც გამოჩნდა.