workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლას პალმასი 1-2 ბარსელონა | რევიუ

ლას პალმასი 1-2 ბარსელონა | რევიუ

“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-19 ტურში სტუმრად “ლას პალმასი” დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დარჩა.

ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როცა ყოფილმა “ბარსელონელმა” სანდრო რამირესმა ასევე ყოფილ “ბარსელონელ” მუნირ ელ ჰადადის შესანიშნავი პასი გაუკეთა და მაროკოელმაც ერთი შეხებით შეაგდო. პირველ ტაიმში “ლას პალმასი” კარგად გამოიყურებოდა, “ბარსას” კი კარში არ დაურტყამს.

მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა და 55-ე წუთზე ჩავის გუნდმა წონასწორობა აღადგინა – კანარელებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი კარგად ვერ გამოიტანეს, რითაც ფერან ტორესმა ისარგებლა და მეტოქის კარი აიღო. მატჩის მიწურულს მასპინძელთა მცველმა, დელი სინკგრავენმა ილქაი გიუნდოგანს, რომელიც ცარიელ კარში ბურთის გადასაგზავნად მზად იყო, ხელი ჰკრა, რის გამოც მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა და “ბლაუგრანას” სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. გერმანელმა თავისივე მოპოვებული პენალტი 93-ე წუთზე გაიტანა და “ბარსელონას” მოაგებინა. 

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ვიტორ როკეს დებიუტი შედგა. 18 წლის ბრაზილიელი თამაშში 78-ე წუთზე, ფერან ტორესის ნაცვლად ჩაერთო. მას რამდენიმე საგოლე მომენტიც შეექმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფერან ტორესი დასახელდა. 

“ბარსელონას” მომდევნო მატჩი 7 იანვარს, კოპა დელ რეიზე, გასვლაზე “ბარბასტროს” წინააღმდეგ ელის. ამის შემდეგ გუნდი საუდის არაბეთში გაემგზავრება და ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, 11 იანვარს, “ოსასუნას” შეხვდება (მოგების შემთხვევაში ფინალში მეტოქე “რეალ მადრიდი” ან “ატლეტიკო” იქნება). ლა ლიგაში კი “ბარსა” შემდეგ შეხვედრას 21 იანვარს, “ბეტისთან” გამართავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 05 იან 2024, 15:09

    პირველი ტაიმის ყურებას სვარკაც აღარ ეთქვა. რაღაც ახალი უნდა მოვუგონოთ სახელად. მეორე ტაიმში ვერ გავიგე რა მოხდა მეტოქე დაიღალა თუ ჩვენები დაქოქა ჩავიმ?

  • Rick Sanchez
    schedule 05 იან 2024, 13:44

    ციტატა: Neymar
    როკეს მიმართ ისეთი დასხმა დაიწყო ხალხმა უკვე მეცოდინება ის ბიჭი რისი ატანა მოუწევს არადა ის არავის არ ახსოვს რომ 18 წლისაა მხოლოდ და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი


    მეორე მომენტში პასი უნდა გაეკეთებინა, ეგ უფრო არ მომეწონა ვიდრე პირველი დარტყმის გაცუდება.

  • Neymar
    schedule 05 იან 2024, 04:28

    PUIOL5, ჰო ეგ ცალკე თემაა 😂

  • PUIOL5
    schedule 05 იან 2024, 03:40

    ციტატა: Neymar
    როკეს მიმართ ისეთი დასხმა დაიწყო ხალხმა უკვე მეცოდინება ის ბიჭი რისი ატანა მოუწევს არადა ის არავის არ ახსოვს რომ 18 წლისაა მხოლოდ და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი


    ჩავის ხელში გაუჭირდება რამე ისწავლოს

  • Neymar
    schedule 05 იან 2024, 03:20

    როკეს მიმართ ისეთი დასხმა დაიწყო ხალხმა უკვე მეცოდინება ის ბიჭი რისი ატანა მოუწევს არადა ის არავის არ ახსოვს რომ 18 წლისაა მხოლოდ და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი