workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Puma ცდილობს, რომ ბარსელონას სპონსორი გახდეს

Puma ცდილობს, რომ ბარსელონას სპონსორი გახდეს

“ბარსელონას” მაისურების ახალი სპონსორი, შესაძლოა, Puma გახდეს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, გერმანული ბრენდი ცდილობს, რომ კატალონიური კლუბის სპონსორი გახდეს. “ბარსა” ჯერ-ჯერობით ამჯობინებს, რომ ამ სიტუაციაზე კომენტარი არ გააკეთოს იმ არგუმენტით, რომ ეს “რთული საკითხია”, თუმცა ისინი Puma-ს ინტერესს არ უარყოფენ. ზოგი ამბობს, რომ 2025/26 წლების სეზონისთვის “ბარსელონას” ფორმებს უკვე Puma დაამზადებს.

“ბლაუგრანას” Nike-სთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს. ისინი ფიქსირებულ 105 მილიონ ევროსა და ბონუსების სახით 50 მილიონ ევროს იხდიან. მხარეები 1998 წლიდან თანამშრომლობენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ბოლო დროს მათ შორის დაძაბულობა იყო.

სულ მცირე, ლოგისტიკური მიზეზების გამო, მოსალოდნელია, რომ Nike შემდეგ სეზონშიც “ბარსელონას” სპონსორი იქნება. დედლაინების გამო, მათ პროდუქციის წარმოება მალე უნდა დაიწყონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Frenkie de Jong_
    schedule 30 დეკ 2023, 14:40
    #6

    ციტატა: nika 54

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Hendrik Johannes
    ისე პუმა რო გახდეს სპონსორი მაგარი საღადაო.იქნება. რეალს ადიდასი აქვს, ბარსას პუმა. ადიდასი და პუმა კიდე მაგარი კონკურენტები არიან


    არადა ადიდასის და პუმას დამაარსებლები ძმები უ
    იყვნენ


    ადიდასის დამაარსებელი ადი დასლერი იყო.


    კი სრული სახელი ადოლფი , პუმასი კიდე რუდოლფი ,
    ე.წ ძმები დასლერები.

  • Rick Sanchez
    schedule 29 დეკ 2023, 14:42
    #5

    ნაიკს ჯობია პუმა ბევრად. უკეთესი დიზაინები აქვთ.

  • nika 54
    schedule 29 დეკ 2023, 11:30
    #4

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Hendrik Johannes
    ისე პუმა რო გახდეს სპონსორი მაგარი საღადაო.იქნება. რეალს ადიდასი აქვს, ბარსას პუმა. ადიდასი და პუმა კიდე მაგარი კონკურენტები არიან


    არადა ადიდასის და პუმას დამაარსებლები ძმები უ
    იყვნენ


    ადიდასის დამაარსებელი ადი დასლერი იყო.

  • Frenkie de Jong_
    schedule 28 დეკ 2023, 22:57
    #3

    ციტატა: Hendrik Johannes
    ისე პუმა რო გახდეს სპონსორი მაგარი საღადაო.იქნება. რეალს ადიდასი აქვს, ბარსას პუმა. ადიდასი და პუმა კიდე მაგარი კონკურენტები არიან


    არადა ადიდასის და პუმას დამაარსებლები ძმები უ
    იყვნენ

  • Hendrik Johannes
    schedule 28 დეკ 2023, 19:10
    #2

    ისე პუმა რო გახდეს სპონსორი მაგარი საღადაო.იქნება. რეალს ადიდასი აქვს, ბარსას პუმა. ადიდასი და პუმა კიდე მაგარი კონკურენტები არიან

  • JustBarcaLover
    schedule 28 დეკ 2023, 17:28
    #1

    ებიჯო გადააგდეთ ეს ნაიკი და ამათთან დადეთ კონტრაქტი