workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალენსია 1-1 ბარსელონა | მიმოხილვა

ვალენსია 1-1 ბარსელონა | მიმოხილვა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის მე-17 ტურში “ვალენსიასა” და “ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც საყაიმო ანგარიში, 1-1 დაფიქსირდა. 

მატჩის 55-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა ტრიველათი შესანიშნავი პასი გააკეთა, რომელიც რაფინიას ასისტითა და ჟოაუ ფელიშის გოლით დაგვირგვინდა. “ბარსა” პორტუგალიელის გოლით 70-ე წუთამდე იგევდა, თუმცა შემდეგ უგო გილამონმა წონასწორობა აღადგინა. ჩავის გუნდს რამდენიმე მომენტი კიდევ ჰქონდა, მაგრამ ვეღარ გაიტანა და მატჩი 1-1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც აქტივში 7 სეივი ჩაიწერა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრენკი დე იონგი დასახელდა. 

ამჟამად კატალონიური კლუბი 35 ქულით მე-3 ადგილზეა, “რეალ მადრიდსა” და “ჟირონას” კი, რომლებსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ, შანსი აქვთ, წინ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით გაიჭრნენ. მადრიდელთა ანგარიშზე 39 ქულაა, ლიდერ “ჟირონას” კი 41 ქულა აქვს.

“ბარსელონას” შემდეგი შეხვედრა 20 დეკემბერს, “ალმერიას” წინააღმდეგ ელის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 17 დეკ 2023, 13:03
    #4

    ციტატა: JustBarcaLover
    ველოდები სტატიას სათაურით: ლაპორტამ ჩავი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნა 😃


    ეეჰ, მაგას ეტყობა ვეღარ მოვესწრები ისეთ სიყვარულობანას თამაშობენ ეგენი რომ სწორედ ერთმანეთის იმედზე არიან პოსტებზე, ორივე უნდა ერთად გააგდო.

  • me da barca
    schedule 17 დეკ 2023, 09:57
    #3

    წუმპეში ჩაწოლილ ვალენსიას, რომ ვერ მოუგებ…
    ან როგორ მოუგებ, როცა ბარსა თვითონ ტალახში გორაობს.

  • araujo4
    schedule 17 დეკ 2023, 02:28
    #2

    მიმოვიხილოთ მატჩი, ხავი გავაგდოთ, დავნიშნოთ გუარდიოლა, მაგრამ ამ სიტუაციაში არ გვაქ საშველი. მწვრთნელი მოგვაგებინებს ერთეულ მატჩებს, მაგრამ ბუსკეცის, ალბას, მესის წასვლას ვერ გადაიტანს გუნდი უმტკივნეულოდ, შევეგუოთ ამ ფაქტს. ამაზე ზრუნვა უნდა დაწყებულიყო წლების წინ, როცა არავის ეცელა გუნდისთვის. ესააა რეალობა. გინდ ხავი გინდ გუარდიოლა და გინდ ცხონებული კრუიფი იდგეს სათავეში ამ ბოდიში და სამძღნერეთს ვერაფერს უშველის.

    ყველაზე მარტივია მწვრთნელზე ხელის შეწმენდა. ლევანდოვსკის ესეთ დაშტერრბას მწვრთნელს როგორ დავაბრალებ?

  • JustBarcaLover
    schedule 17 დეკ 2023, 02:20
    #1

    ველოდები სტატიას სათაურით: ლაპორტამ ჩავი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნა 😃