“ბარსელონას” ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ კარიერა, შესაძლოა, ლონდონურ “ტოტენჰემში” განაგრძოს.
ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამორიცხული არაა, დეპაიმ “ბარსა” სეზონის ბოლოს დატოვოს. ეს გასაკვირი არც იქნება, რადგან კატალონიელებს ფული სჭირდებათ, ნიდერლანდელი კი ჩავისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი ნამდვილად არაა. მწვრთნელი უფრო მეტად აშკარად სხვა ფეხბურთელებს ენდობა.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით “ბარსელონას” დეპაის ტრანსფერზე შეთავაზება უკვე აქვს. 28 წლის თავდამსხმელის შეძენით “ტოტენჰემი” დაინტერესდა და ლონდონელებმა კატალონიელებს წინადადებით უკვე მიმართეს კიდეც.
მემფის დეპაის ინგლსის პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2015-2017 წლებში მან “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დეპაი “ბარსას” გასულ ზაფხულში უფასოდ შეუერთდა. კატალონიური გუნდის რიგებში ჩატარებულ 27 მატჩში მან თავი 10 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
კეინში გავუცვალოთ
20-25 თუ შემოგვთავაზეს კაია, უნდა გაიყიდოს ალბათ… სკამზე კაია, მაგრამ… რავი ჯერ ბრაიტა გაყიდონ და მერე იფიქრონ ამის გაყიდვაზე ❤️
მოკლე კონტრაქტი აქვს რომელიც იწურება მალე. ამიტო 10-15 ზე მეტს არავინ შემოგვთავაზებს
კაკრაზ მისი სტილის გუნდია დააკვდება ზედ 🙂 სადაც უნდა იქ გაყიდონ ფაქტია გასაშვებია, ტიპს ყველაფერი აქვს ტექნიკა დარტყმა სისწრაფე მაგრამ რად გინდა მოედანზე იკარგება..
რამდენს იხდიან? ჯერ ამით დავიწყოთ