არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, დიეგო არმანდო მარადონამ, განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონას” შემტევი, ლიონელ ანდრეს მესი, კიდევ ერთხელ გახდება ოქროს ბურთის მფლობელი. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
მარადონას თქმით, მესის ამჟამად კონკურენტი არ ჰყავს: “მესი თავისი თამაშით ყველას აღფრთოვანებულს ტოვებს. მან ბრწყინვალედ ითამაშა ბანგლადეშში, მიუნხენში და სხვა ადგილებში. როდესაც 2008 წელს კრიშტიანო რონალდომ აიღო ოქროს ბურთი, მე ლეოს ვუთხარი: ეს არის ბოლო, როდესაც მე შენ უფლებას გაძლევ იყო “მეორე” მსოფლიოში“. დაასრულა დიეგო არმანდო მარადონამ.



