workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნოა დარვიხი: ტურნირის მოგება თავდაჯერებას მმატებს

ნოა დარვიხი: ტურნირის მოგება თავდაჯერებას მმატებს

“ბარსელონა ბ”-ს შემტევმა ნახევარმცველმა, ნოა დარვიხმა ცოტა ხნის წინ მოგებულ 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც მან გერმანიის ნაკრებს უკაპიტნა.

ტურნირის მოგება თავდაჯერებას მმატებს და მსურს განვაგრძო განვითარება, როგორც მოთამაშემ და “ბარსელონას” თამაშის სტილზე ვადაპტირდე. ჩემი მიზანია, რომ განვაგრძო სწავლა და ვისიამოვნო ყოველი სავარჯიშო სესიითა და მატჩით, რათა ზრდა არ შევწყვიტო.

ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებთან დაპირისპირება? ეს წარმოუდგენელი და ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი იყო, დაპირისპირება ჩემი თანაგუნდელების წინააღმდეგ, კუბარსი, პაუ პრიმი, ექტორ ფორტი და სხვები… ეს შესანიშნავი იყო.

17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება? ეს ძალიან განსაკუთრებულია და მე ძალიან ამაყი ვარ. ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა. გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტნობა განსაკუთრებულია, ამით ძალიან ვისიამოვნე და ყველა თამაში ძალიან კარგი იყო.

 – თქვა დარვიხმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Frenkie de Jong_
    schedule 09 დეკ 2023, 21:24
    #8

    ციტატა: cruyff9
    კრისტიანომ იმაიმუნა მემგონი გერმანიაში))))ასეთი მსგავსება???)))


    laughing laughing laughing

  • nika 54
    schedule 08 დეკ 2023, 14:50
    #7

    ბარსას ძირითადზე ოცნებობს? მისცეს შანსი ჩავიმაც მაინც სულ ახალგაზრდები გვყავს და ეგება გამოვიდეს რამე. როგორც პედრიმ გაამართლა.

  • alereeeehop
    schedule 08 დეკ 2023, 12:17
    #6

    რაღაც პონტში შეიძლება გაქაჩოს კიდეც პატარაა ძალიან , სხვა ქვეყანა, სხვა ენა, თან ძაან ნიეიერი ხალხი ირგვლივ, ნუ მთავარია ბევრი იშრომოს და შედეგი იქნება. მთავარია ბოლონდე კონცეტრირდეს და არ აიცრუოს, ტალანტი სახეზეა. აი რაც შეედება ვიტორ როკეს ძალიან მაინტერესებს მისი მოსვლა როგორ იმოქმედებს ფერან ტორესზე, რატომღაც გული კიგრძნობს რომ ტორესს თუ წაუვიფა თამაში მისგან კაი დავიდ ვილია დადგება.

  • Don_Andresito
    schedule 08 დეკ 2023, 10:26
    #5

    ციტატა: alereeeehop
    ჯერ ბარსა ბ ში დაიწყოს თამაში, იქაც არ ათამაშებენ ჯერ? როგორც ჩამს უჭირს ადაპტაცია


    2 თამაშს ვუყურე, ერთხელ ძირითადში იყო ერთხელ შემოვიდა. ძალიან ბევრჯერ დაკარგა ბურთი, მარკესი გადარია. სულ დრიბლინგს ან მწვავე გამჭოლი პასის გაძვრენას ცდილობდა და კარგავდა ბურთს. ბოლო თამაშები კიდე მსოფლიომდე, 88 წუთებზე შემოყავდა. როგორც ჩანს ვერ მოაწონა თავი მარკეშს

  • alereeeehop
    schedule 08 დეკ 2023, 04:03
    #4

    ჯერ ბარსა ბ ში დაიწყოს თამაში, იქაც არ ათამაშებენ ჯერ? როგორც ჩამს უჭირს ადაპტაცია

  • PavleG
    schedule 08 დეკ 2023, 02:14
    #3

    ზამთარში უნდა დააწინაურონ, ვერ მოყავთ ნახევარმცველი და სინჯონ რა
    მიდის ჩვენი

  • Zura Gviniashvili
    schedule 07 დეკ 2023, 20:28
    #2

    ერთი ეს მაინც გამოგვადგეს .

  • cruyff9
    schedule 07 დეკ 2023, 20:18
    #1

    კრისტიანომ იმაიმუნა მემგონი გერმანიაში))))ასეთი მსგავსება???)))