ბარსელონა ვიტორ როკეს იანვარში დაარეგისტრირებს | Mundo Deportivo

ბარსელონა ვიტორ როკეს იანვარში დაარეგისტრირებს | Mundo Deportivo

“ატლეტიკო პარანაენსეს” თავდამსხმელი, ვიტორ როკე “ბარსელონას” მალე შეუერთდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს სურს, რომ შემადგენლობა 18 წლის ბრაზილიელით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გააძლიეროს. ეს მათ აქამდეც სურდათ, მაგრამ წინაღობა ფინანსური ფაქტორი იყო – კლუბს გერმანული საინვესტიციო ფონდ Líbero-სგან კუთვნილი 40 მილიონი ევრო ჯერ კიდევ არ მიუღია, რომელმაც Barça Studios-ს აქციების 40% შეიძინა.

თუმცა, გავის უმძიმესმა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა. 19 წლის ესპანელი ნახევარმცველის ხელფასიდან 80% გამოთავისუფლდა, რაც “ლურჯ-ბროწეულისფერებს” საშუალებას აძლევს, რომ “ტიგრინიო” იანვარშივე დაარეგისტრირონ, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ზამთარში ერთადერთი ახალწვეული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო შტაბი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აუცილებლობად მიიჩნევს, სპორტული ხელმძღვანელობისთვის როკეს მოსვლა უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, თუ “ბარსამ” ზემოაღნიშნული თანხა დროულად მიიღო, როკესთან ერთად არც ნახევარმცველის გაფორმებაა გამორიცხული.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “ატლეტიკო პარანაენსესთან” ვიტორ როკეს ტრანსფერზე ოფიციალურ შეთანხმებას ზაფხულში მიაღწია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    24 ნოე 2023, 19:11

    ციტატა: Albicelecte
    დაიცა, რა გამოათავისუფლა?! ტრამვიანობის დროს ხელფასის გარეშე ტიებთ ბალღს?! ხომ არ შეიშალა ლაპორტა და მისი ბანდა?!


    ფიფა 5 მილიონს აძლევს, გავის ტრამვისთვის ალბათ ამ ფულს გამოიყენებენ. ან რაღაც მსგავსს.

  • M10 S9 D11
    24 ნოე 2023, 17:27

    ძალიან მაგარი სმბავია

  • ოთიკო
    24 ნოე 2023, 14:17

    ციტატა: JasoN

    ციტატა: Albicelecte
    დაიცა, რა გამოათავისუფლა?! ტრამვიანობის დროს ხელფასის გარეშე ტიებთ ბალღს?! ხომ არ შეიშალა ლაპორტა და მისი ბანდა?!


    ნაკრებში მიღებული ტრავმის დროს რაღაც რეგულაციები იწყებს მოქმედებას რაც კლუბის სასიკეთოთ ხდება და როგორც ჩანს ეს სახელფასო თემას ეხება თორე გავი მიიღებს ხელფასს ჩვეულებრივად. ადრე ამდაგვარი რამ სადღაც წავიკითხე და იმედია არ ვცდები


    მართალი ხართ,ნაკრებში ტრამვირებული ფეხბურთელის სანაცვლოდ გუნდს შეუძლია ახალი ფეხბურთელი დაიმატოს

  • La Pulga10
    24 ნოე 2023, 08:15

    ოპააა

  • JasoN
    24 ნოე 2023, 01:25

    ციტატა: Albicelecte
    დაიცა, რა გამოათავისუფლა?! ტრამვიანობის დროს ხელფასის გარეშე ტიებთ ბალღს?! ხომ არ შეიშალა ლაპორტა და მისი ბანდა?!


    ნაკრებში მიღებული ტრავმის დროს რაღაც რეგულაციები იწყებს მოქმედებას რაც კლუბის სასიკეთოთ ხდება და როგორც ჩანს ეს სახელფასო თემას ეხება თორე გავი მიიღებს ხელფასს ჩვეულებრივად. ადრე ამდაგვარი რამ სადღაც წავიკითხე და იმედია არ ვცდები

  • Albicelecte
    24 ნოე 2023, 01:06

    დაიცა, რა გამოათავისუფლა?! ტრამვიანობის დროს ხელფასის გარეშე ტიებთ ბალღს?! ხომ არ შეიშალა ლაპორტა და მისი ბანდა?!

  • Bakero
    23 ნოე 2023, 23:54

    იანვარში რომ დავარეგისტრირებთ ეგ კარგი ამბავია მაგრამ ნახევარმცველი მაინც გვჭირდება თანაც ზამთარშივე იანვარში