workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გავიმ ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა – მისთვის სეზონი დასრულებულია

გავიმ ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა – მისთვის სეზონი დასრულებულია

სამწუხაროდ, გავიმ ესპანეთსა და საქართველოს შორის გამართულ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი 26-ე წუთზე იძულებით დატოვა. 

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. გავი ხვალ ბარსელონაში დამატებით ტესტირებას გაივლის, მაგრამ მისთვის სეზონი დასრულებულია.

“ბარსელონა” ესპანეთის ნაკრების თავკაც ლუის დე ლა ფუენტეზე ძალიან გაბრაზებულია, რადგან ის გავის პრაქტიკულად არ ასვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდა და დე ლა ფუენტემ კვიპროსთან სასტარტოში მყოფი ფეხბურთელებიდან დღეს 9 მათგანი დაასვენა, მან გავი მაინც ძირითადში დააყენა. მწვრთნელს ბევრი ალტერნატივა ჰქონდა და ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ალოგიკურია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (42)

  • nika 54
    schedule 21 ნოე 2023, 17:36

    მიაღწია ფუენტემ მიზანს? თუ შეკვეთა შეასრულა? ფაქტია ქვეყნის ვარიანტები ქონდა და მაინცდამაინც ბარსელონელი ახალგაზრდა უნდა დაესაქმებინა უაზრო თამაშში.

  • Clever liar
    schedule 20 ნოე 2023, 20:22

    ციტატა: Jorkaeff
    ამას გინდა უთხრა მოედანზე ნუ დებ სულს და გულსო… დადგება ეს ბიჭი ფეხზე კიდე და ბარეორს რომ გონია ტრავმა კვალს დაამჩნევს როგორც ფატისო ცდება ყველა.


    რასაც შენ სულს და გულს ეძახი ეგ მხოლოდ გამოუცდელობა და არაპროფესიონალიზმია. მწვრთნელმა მთავარი გუნდი იმიტო დააყენა რომ ეგ უეფას ეგიდია, ფეხბურთელებმა კიდე იმიტო უნდა ითამაშონ, რომ ესეც უეფას ეგიდია გულშემატკივრის წინაშე, მაგრამ მსგავს არაფრის მომცემ და ტრავმებისთვის წინასწარ განწირულ მატჩებში, სწორედ ფეხბურთელები წყვეტენ მოედანზე დაიწყვიტონ მყესები თუ გაუფრთხილდნენ მათ და არაუშავს, ახლა თუ ვერ ხვდებით, როცა ნაკრებში და გუნდში ყველაზე მეტად დაგჭირდებათ გავი, აი მაშინ მაინც გაიგებთ რას ვგულისხმობდი :)))