ტიაგო ალკანატარამ, ესპანეთის ნაკრების ნახევამრცველმა, რომელიც ხვალ შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება განაცხადა: ”ნაკრებში თავს ისევე კარგად ვგრძნობს, როგორც ”ბარსაში”. ახალგაზრდა ფეხბურთლმა გვარდიოლას და დელ ბოსკეს შედარება არ მოინდომა.
ნახევამრცველმა უარი თქვა დელ ბოსკეს და გვარდიოლას შედარებაზე, რადგან მისი აზრით ისინი ”აბსოლიტურად განსხვავებულები არიან”. მან აღნიშნა, რომ ორივე მწვრთნელთან კომფორტულად გრძნობს თავს და მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, რომლებთანაც ის თამაშობს.
ტიაგომ საკუთარი გაკვირვებაც გამოხატა: ”ნაკრებში გამოძახება ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან შარშან ”ბარსა ბ”- ფეხბურთელი ვიყავი და სეგუნდა დივიზიონში ვთამაშობდი. ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობაა და ბენდიერი ვარ იმით, რომ აქ ვარ და ვიღებ სათამაშო დროს”.
რაც შეეხება ესპანეთის ნაკრების ბოლო მეტოქეს ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში, ტაიგომ განაცხადა: ”ვიდეოს ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ საუბარი მიმდინარეობს ძალიან ძლიერ, სწრაფ და ჭკვიან გუნდზე, რომელსაც ძალიან ზუსტი გადაცემების გაკეთება შეუძლია. მათ ბევრი ფეხბურთელი ყავთ, რომლებიც ინგლისურ პრემიე-ლიგაში თამაშობენ”.