ვილია: ”მესის დამსახურებით, თამაშის ხარისხს შესამჩნევად მოვუმატე”

ვილია: ”მესის დამსახურებით, თამაშის ხარისხს შესამჩნევად მოვუმატე”

”ბარსელონას” თავდამსხმელმა მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს. დავიდ ვილიამ აღიარა, რომ ”ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ შესამჩნევად მოუმატა თამაშის ხარისხს.

ვამაყობ იმით, რომ ახალ კლუბში ყველაფერი შესანიშნავად აეწყო. სიამოვნებას ვიღებ იმ პოზიციაზე თამაშით, რომელიც ადრე ჩემთვის უცხო იყო. პედრო ძალიან დამეხმარა. როცა რამეში ეჭვი მეპარება მას ვეძებ. როდესაც მოედანზე ვიკარგებოდი პედროს მოქმედებებს ვუყურებდი”.

მესი არის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებისგან ბევრს ითხოვს, ამიტომაც მუდმივად ფორმაში უნდა ვიყოთ. ხანდახან გეჩვენება, რომ ის ვერ უნდა გხედავდეს, მაგრამ მაინც გხედავს. მასთან თამაშისას მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. მე შესამჩნევად მოვუმატე ლეოს დამსახურებით. მომავალში, როცა სურათებს ვნახავ ყველას ვეტყვი, რომ ლეო მესის გვერდით ვიდექი. ეს დიდი პატივია”.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია