Goal-ის ბარსელონელი ჟურნალისტი, ადრია სოლდევილა ჟოზეპ მარია ბართომეუსა და ესპანური მედიის ურთიერთობის დეტალებს ასაჯაროებს.
ყოფილი პრეზიდენტი სხვადასხვა გამოცემებთანა თუ ჟურნალისტებთან საკუთარი ბორდის პიარისთვის აქტიურად თანამშრომლობდა, რისთვისაც კლუბის ბიუჯეტს იყენებდა.
“ბარსელონას” ყოფილ ბორდს სარეკლამო გარიგებები ციფრულ, ბეჭდურ, რადიო გამოცემებთანა და ტელევიზიებთან ჰქონდა.
ბართომეუ “ბარსას” ბიუჯეტიდან ჟურნალისტ მარსალ ლორენტეს 2015-21 წლებში წლიურად 50 ათას ევროს უხდიდა, კონტრაქტი 2020 წელს 2022 წლამდე გახანგრძლივდა და ყოველწლიური თანხა 70 ათასად განისაზღვრა. ეს გარიგება ჟოან ლაპორტამ გაპრეზიდენტების შემდეგ მალე გააუქმა.
კლუბი თანამშრომლობდა მსხვილ რადიოებთან, როგორებიცაა Rac1, Cadena Ser, Onda Cero და Cadena Cope, რომელთათვის გადასახდელი თანხის რაოდენობა 20 000-დან 95 000 ევრომდე მერყეობს.
ამჟამად ძალაშია შეთანხმებები Mundo Deportivo-სთან, Sport-თან, La Vanguardia-სა და El Periódico-სთან. მათთვის გადასახდელი ყოველწლიური თანხა 50 ათასიდან 175 ათასამდეა.
ბართომეუს ბორდი ციფრულ მედიასთანაც თანამშრომლობდა. ერთ-ერთ გამოცემასთან, Crónica Global Media-სთან შეთანხმება კი 2022 წლის ივნისამდე ძალაშია, აღნიშნული კომპანიისთვის წლიურად გადასახდელი თანხა 60 000 ევროს შეადგენს.
“ბარსელონას” 2016/17 და 2017/18 წლების სეზონებში კონტრაქტები El Triangle-სა და Diario Gol-თანაც აკავშირებდა, წლიურად, შესაბამისად, 8000 და 20 000 ევროს გადახდის ვალდებულებით.
კატალონიის აუდიოვიზუალური მედიის კორპორაციასთან (CCMA), რომელიც TV3-სა და კატალონიის რადიოს მოიცავს, შეთანხმება 2017 წელს გაუქმდა.
ერთადერთი სატელევიზიო გადაცემა, რომელთან კონტრაქტი კვლავ ძალაშია, არის Rondeando, რომლისთვის გადასახდელი თანხა 20 000 ევროა. ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
ჯერ სად ხართ, იმდენ ნაგავს ამოუქექავენ იმ აჩკარიკას, რო როსელზე არა ნაკლებს მაინც ახეხინებენ ვირის აბანოს.
ამის სიფათი, რომ ვნახე ვიფიქრე დედა ხომ არ მოუკითხესთქო, მაგრამ არა. საინტერესოა როდემდე
420 000 ეს სულ მცირე. ამათი დედაც.
ვაახ საღოლ ძმაო,ტაშს იმსახურებს ნამდვილად 😶
ციხე არავისი არასდროს მახარებდა თუმცა დანაშაული ცაიდინა თან როგორი უნდა აგოს პასუხი ამ სათვალეებიანმა <<ცენზურის დარღვევა>>.
ტიპმა რაც საკადრებელი იყო იკადრა და დაძირა კლუბი ბოლომდე 😀