ოსასუნა 1-2 ბარსელონა | მიმოხილვა

ოსასუნა 1-2 ბარსელონა | მიმოხილვა

“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-4 ტურში “ელ სადარზე” “ოსასუნა” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. 

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი, შესვენებამდე წამებით ადრე გავიდა – ილქაი გიუნდოგანის მიერ კუთხური მოწოდების შემდეგ ჟიულ კუნდემ თავური დარტყმით “ბარსა” დააწინაურა. “ოსასუნას” 2 რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეტოქის დარტყმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. 

“ბარსელონას” ბევრი საგოლე შანსი არც მეორე ნახევარში ჰქონია და ინერტული იყო, რის გამოც დაისაჯა და 76-ე წუთზე ჩიმი ავილამ შორეული გასროლით ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, ჩავის შეგირდებმა მაინც იმარჯვეს: 85-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა და კატალონიელებმა 2-1 მოიგეს. 

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრენკი დე იონგი დასახელდა. 

ფეხბურთელთა შეფასებები (Sofascore):

  • ტერ შტეგენი – 6.9
  • ს. რობერტო – 6.7 (🔁 ჟოაუ კანსელუ – 6.7)
  • კუნდე – 8.8
  • კრისტენსენი – 7.3 (🔁 ი. მარტინესი – 6.6)
  • ბალდე – 6.7
  • ფ. დე იონგი – 7.5
  • რომეუ – 7.2 (🔁 ჟოაუ ფელიში – 6.6)
  • გიუნდოგანი – 7.6
  • იამალი – 6.8 (🔁 ფერანი – 6.5)
  • ლევანდოვსკი – 7.1 (🔁 რაფინია – 6.5)
  • გავი – 7.5

მომდევნო მატჩი: ბარსელონა-ბეტისი (16.09.23).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 04 სექ 2023, 18:14

    ციტატა: Barca for life
    ისევ ინდივიდუალური ჯახირი რომ არა, ჩავის რომ საშუალო დონის ფეხბურთელები მისცე, დარწმუნებული ვარ სეგუნდაში გავარდება.


    100%

  • Rick Sanchez
    schedule 04 სექ 2023, 13:06

    ჩავის ხელში ყველა ფეხბურთელი რეგრესს განიცდის ან პაუზდება. აიღეთ ახალგაზრდების მაგალითი ან თუნდაც ლევანდოვსკის.

  • me da barca
    schedule 04 სექ 2023, 07:08

    ყველაზე სუსტი წერტილი მგონი ჩავია ბარსაში. მაგას თუ გაუხანგრძლივეს კარგა ხანს ვერაფერს მივაღწევთ. ათიდან ცხრას სვარკას გვაყურებინებს.

  • Novak Djokovic
    schedule 04 სექ 2023, 01:59

    არტეტა და დე ზერბი, აქედან რომელიმე ამ გუნდა ძაან თავისუფლად მოაგებინებდა ლა ლიგასაც და ლიგასაც, ჩავი კიდევ… თუ არ გამოსწორა რაღაცეები, გაგვიჭირდება.

  • Barca1980
    schedule 04 სექ 2023, 01:56

    მარტო ერთი პასის გამო უნდა ჰქონდეს კანსელოს რობერტოზე უკეთესი შეფასებაა !

  • Rolex
    schedule 04 სექ 2023, 01:55

    10 ტურის მერე გავაკეთებ შეჯამებას ეხლა პორტუგალიელები დალაგდებიან და შეიკვრება ძირითადი 11 თავის ხშირი შემსვლელ გამსვლელებით.წელს მინიმუმ შიდა ტრებლი უნდა დადონ ლიგაზე 1/4 თქნახმა ვარ🙃ფელიშის შემოყვანა დააგვიანა ხავიმ.ჩამშლელია ყველაზე დიდი პრობლემა ამ გუნდში 2 კაცი იყოფს ბუსის ფუნქციას რაც შემტევებს გვაკლებს და გვიქმნის მომენტების ნაკლებობას თამაშის დროს.პეპს რო მიბაძოს არ იქნება ურიგო და დე იონგის დაცვიდან მიახმაროს ვინმე ცენტრში და 3 შემტევით ვითამაშოთ.ვნახოთ რა იქნება 10 ტურის მერე თუ ისევ არეული იქნება გუნდი სამწუხაროდ არ იქნება კარგი სეზონი🙃

  • zazala7
    schedule 04 სექ 2023, 01:46

    ვეთანხმები, რომ "სვარკა" იყო. მაგრამ ვფიქრობ ჩავი მალე გადავა ძირითად სისტემაზე. ცოტა ხანში პორტუგალიელები გაივლიან ადაპტაციას (არა მგონია დიდი დრო დასჭირდეთ, განსაკუთრებით კანსელუს) და ისევ 4:3:3 იქნება. იმედი მაქვს. კანსელუმ პირველი თამაშისთვის მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, გვეშველა მგონი

  • Barca for life
    schedule 04 სექ 2023, 01:46

    ამ გუნდს ყველაზე მეტად აკლია – რისკი, რისკი იმისა რომ უკან პასების ნაცვლად წინ აკეთონ და შემტევები რაც შეიძლება მაქსიმალურად დატვირთონ, არაუშავს თუ ბურთი დაიკარგება, აქ უკვე ვაწყდებით მეორე ფაქტორს რაც გვაკლია – პრესინგი. როცა გუნდი ფიზიკურად მოხოდიალია და მაგარ პრესინგს თამაშობს, იმას იმის ტრაკიც აქვს რომ რისკებზე წავიდეს, ბურთის დაკარგვის არ შეეშინდეს და თუ დაკარგავს წამში დაიბრუნოს..რეალურად ბაიერნი და სიტი ეგრე თამაშობენ და ამიტომ იქნებიან ჩვენზე წინ სანამ თვალებს არ გავახელთ.
    მე პირადად სანამ ჩავი გუნდში იქნება, ვერცერთ ფეხბურთელზე ცუდს ვერ ვიტყვი, რადგან აშკარაა რომ ამ კაცის ხელში ყველა რეგრესირებს.
    ვინ სად დარბის, რა უნდათ, რას აწვებიან, ვერ გაიგებ.
    ბარსაა თუ ტორპედო ვერ გამირჩევია.
    ისევ ინდივიდუალური ჯახირი რომ არა, ჩავის რომ საშუალო დონის ფეხბურთელები მისცე, დარწმუნებული ვარ სეგუნდაში გავარდება.
    თავიდან მართლა კარგად დაიწყო, 4-0 ები დაუშვა, აინტრახტთან კი გამოვარდა, მაგრამ ეს რისკი ჰქონდა რა და სანახაობას მაინც ვდგამდით, ობამა, პედრი, ლ. დეიონგი..საკაიფოდ გაჰქონდათ და უტიტულობის მიუხედავადაც, ეს ხარისხი მაინც იგრძნობოდა, რამაც ჩამოაყალიბა ის შეგრძნება რო აი ეს ლ.დეიონგით რას აკეთებს და ლევანათი რას იზამსო, მარა კი ვხედავთ..
    რეალურად გუნდში რაც უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები მოვიდნენ, მით უფრო დაცვითი და ლაჩრული გახდა ჩავის ტაქტიკა, არადა პირიქით უნდა იყოს..არ ვიცი ასეთი რა კომპლექსები აქვს, მარა ასე გაგრძელება არ შეიძლება..მსგავსი შედეგები *რაკში გაიკეთოს თუ ფილოსოფია და ხარისხი დავკარგეთ 1-0ების წურვის გამო.
    ხალხს აქ ცოტა სხვა რამის გამო შეგვიყვარდა ბარსა და თუ მარტო შედეგები გვენდომებოდა, აგერაა რეალი და სადაც რეალია იქ ბარსა რატო უნდა აირჩიო, რომ არა ეს ფილოსოფია, სტილი, ფეხბურთელები, ისტორია და ა.შ.
    მოკლედ ლაპორტამ თავისი საქმე გააკეთა, ეგ კი არა ვალიც თავის თავზე აიღო რომ ამდენი გულშემატკივარი გაეხარებინა და ჩავი როგორც უფასებს კი ვხედავთ.
    მწვრთნელმა თუ ტაქტიკა ვერ დახაზა, სწორი ძირითადი ვერ დააყენა, სწორი ცვლილებები ვერ გააკეთა და სწორი ფეხბურთი არ ათამაშა თავის გუნდს, აბა მეტი რა მოვალეობა აქვს ახლა მაგას?
    ასე მგონია, უდიდესი ალბათობით სეზონის ბოლოს გააჯმევინებენ და იქამდე კაცმა არ იცის რას გვიზამს..

  • vitorborbafereira
    schedule 04 სექ 2023, 01:36

    სვარკა 2

  • Rolex
    schedule 04 სექ 2023, 01:36

    ფრენკი დე იონგი რო არ გვყავდეს წარმოდგენაც არ მინდა ღმერთმა დაგვიფაროს🙃

  • Shamati_
    schedule 04 სექ 2023, 01:35

    ვინმე შემტევი მწვრთნელი მოგვაყვანინა რას ვიზამდიით :/ ნამეტანი მშიშარაა ჩავი, ვალვერდეზე უსახურ ფეხბურთს აჩვენებს. ვალვერდეს დროს გოლს მაინც ვერ გვიტანდნენ . არტეტა დააკვდებიდა დღევანდელ ბარსას