“სანტოსის” პრეზიდენტმა, ანდრეას რუედამ “ბარსელონასა” და ბრაზილიურ კლუბს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა.
გაბრიელ ბარბოსას საქმეზე დაწყებული დავა საბოლოოდ კლუბებს შორის შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც კატალონიელები “თევზების” ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზე: კაიკი ფერნანდესსა და ანგელო გაბრიელზე შეღავათიანი შესყიდვის უფლებით ისარგებლებს.
მანამდე, “ბარსას” ეს უფლება გაბიგოლზე ჰქონდათ, ახლა კი ორ მოთამაშეზე: კაიკისა და ანგელოზე აქვთ, რომლებიც დიდებული ტალანტები არიან. სპორტული თვალსაზრისით, ეს “ბლაუგრანასთვის” შესანიშნავი სიახლეა.
მოლაპარაკებები ძალიან რთული იყო. “ბარსელონა”, სავსებით სამართლიანად, გარკვეულწილად უნდობლობით გვიყურებდა და ფიქრობდა: “ჩვენ ძალიან ბევრი შეთანხმება დავდეთ, რომელთაც ისინი პატივს არ სცემენ, ახლა კი კიდევ ერთი შეთანხმება მოდის…”
“ბარსას” მოლაპარაკებების პროცესში მტკიცე პოზიცია ჰქონდა, მაგრამ რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ, იყო “სანტოსის” გაღიზიანება, რადგან შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში ჩვენ სატრანსფერო ბანს დაგვადებდნენ. რა სარგებელს მიიღებდნენ ისინი? ჩვენს გაღიზიანებას?
გზა ეს არ ყოფილა. ამიტომ მშვიდი მოქმედებით, სხვა გამოსავალი მოვძებნეთ. ამაში ძირითადი წვლილი ჟოან ლაპორტას მიუძღვის. მოლაპარაკება კარგად დასრულდა, რადგან ორი კლუბის პრეზიდენტმა და უმაღლესმა აღმასრულებელმა პირებმა სიტუაცია განმუხტეს.
მოითხოვა თუ არა “ბარსამ” კაიკი და ანგელო? ეს საერთო თანხმობის შედეგად მოხდა. ისინი “სანტოსის” ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები არიან. ისინი პირველი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან, ყველაზე გასაოცარი კი მათი ასაკია.
არსებობს თუ არა ფიქსირებული გამოსასყიდი თანხა? დიახ. ფასები კონფიდენციალურია. “ბარსელონას” შეღავათიანი შესყიდვის უფლება აქვს, გამოსასყიდი თანხა ფიქსირებულია.
ანგელო განსაკუთრებული მოთამაშეა. მას დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა. იგი ლიბერტადორესის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა.
კაიკი შესანიშნავი ცენტრალური მცველია. ის 18 წლისაა, თუმცა შეიძლება, ეს ვერ იფიქროთ. მას ლიბერტადორესზე თამაშის გამოცდილება აქვს და ძალიან მომწიფებულია.
ყველს მლობას გიხდით ვინც
მიპასუხა ეკვადორულ ბარსელონასთნ დაკავშირებით. ნამდვილად არ ვიცოდი
მადლობელი ვიქნები თუ ვინმე გამარკვევს რა გუნდია ეს? აქვს თუ არა რაიმე საერთო ჩვენს ბარსასთან? თუ აქვს რა კავშირია ეს და თუ არა აქვს, მაშინ რის საფუძველზე იყენებენ ჩვენი ბარსას ემბლემას? ცნობისათვის ავღნიშნავ, რიმ ეს ეკვადორული ბარსელონა 9 თებერვალს თბილისის დროით 04:30 წუთზე, ლიბერტადოფესის თასის 1 შესარჩევ რაუნდში ეთამაშება კლუბ "მონტევიდეო სიტი ტორკე"-ს.
მაგ გუნდზე ვიცი ის რო ეკვადორის ყველაზე წარმატებული კლუბია,,,რაც შეეხება ლოგოს ბარსასთან არაფერი კავშირი არ აქვს,მიგრანტის დაარსებულია ალბათ,,,ბარსელონას ლოგო თუ გაინტერესებს ალჟირის ჩემპიონატში უნდა ნახო რამდენ გუნდს აქვს))))))))
მადლობელი ვიქნები თუ ვინმე გამარკვევს რა გუნდია ეს? აქვს თუ არა რაიმე საერთო ჩვენს ბარსასთან? თუ აქვს რა კავშირია ეს და თუ არა აქვს, მაშინ რის საფუძველზე იყენებენ ჩვენი ბარსას ემბლემას? ცნობისათვის ავღნიშნავ, რიმ ეს ეკვადორული ბარსელონა 9 თებერვალს თბილისის დროით 04:30 წუთზე, ლიბერტადოფესის თასის 1 შესარჩევ რაუნდში ეთამაშება კლუბ "მონტევიდეო სიტი ტორკე"-ს.
მაიცა შენ მარტო ბარსა იცი მასეთი ?ამ ლინკს უყურე მაშინ )))
Chico,
ძალიან სახალისოა ისე 1925 წელს დაუარსებია ესპანელ მიგრანტს თავისი მშობლიური ქალაქის ბარსას სამახსოვროდ :დ : დ
იმედი ვიქონიოთ რო კარგი შეთანხმებაა, თუმცა სტატიით ბევრს ვერაფერს მივხვდი. რამდენი წლისები არიან, როდის მოვლენ და ასევე სხვა ნიუანსები.
ვისარგებლებ სტატიის სპეციფიკით და მინდა კითხვა დავსვა, გთხოვთ გამარკვიოთ თუ ვინმემ იცით, ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში მონაწილეობს ეკვადორის გუნდი "ბარსელონა გუიაკილ", რომელსაც ჩვენი ბსრსას აბსოლიტურად იდენტური ემბლემა აქვს, ოღონდ ასოები აწერია სხვა. ვეცადე შევსულიყავი მათ საიტზე და გასაოცარია, რომ მარტო ჩვენი ბარსას ინფორმაციები ვნახე,. პირველად გვივე, რომ ასეთი კლუბი არსებიბს.